Skip to content Skip to sidebar Skip to footer

Რვა მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს 1000 მშობლის საპროტესტო მარში გაიმართა საქართველოში. Პროტესტის 100 დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება ჩვენს ქვეყანაში სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ და სახელმწიფოსგან ითხოვს რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად. Პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ დანაშაულის მსხვერპლ გოგოგონებს არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და ისინი შერცხვენილები და გარიყულები რჩებიან, რადგან მომხდარის შესახებ მშობლებს ვერ ესაუბრებიან მშობლების შიშის და მათი არაჯანსაღი რეაქციის გამო.

Რვა მარტს თბილისში ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ საპროტესტო მარშის მონაწილეები, რათა კანცელარიის წინ ერთად გაეცნოთ სახელმწიფოსთვის მოთხოვნები. Აქციები ასევე პარალელურად გაიმართა გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხეში და ხარაგაულში. პროტესტის მონაწილეებმა სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, ჩვენს ქვეყანაში ქალების და გოგონების ბედი და მოითხოვეს ეფექტური  ცვლილებები.

1000 მშობლისგან შემდგარი მარში სახელმწიფოსგან ითხოვს შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; ასევე ითხოვს პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; ღონისძიების მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა მოსწავლეებისთვის სქესობრივი განათლებაცაა, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას; ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც 1000 მშობლის მარში მოითხოვდა იყო ასევე ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა და მთავარი, 14 წლის ნინის საქმეში დადგეს პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. 

#მომისმინე #პროტესტის100დღე  კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5