Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იცით თუ არა, რომ?

3-დან 1 ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, ყველაზე ხშირად ინტიმური პარტნიორის მხრიდან.

გლობალურად, ყოველ დღე 137 ქალს ოჯახის წევრები კლავენ.

კვლევები აჩვენებს, რომ COVID-19-ის აფეთქების შემდეგ მრავალ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის დახმარების ხაზებზე ზარებმა იმატა.

დაქორწინებული ან კავშირში მყოფი ქალების მხოლოდ 52% თავისუფლად იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს სექსუალური ურთიერთობების, კონტრაცეფციის მოხმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა 71% მთელ მსოფლიოში ქალი და გოგოა, მათ შორის 4 ქალიდან 3 არის სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი.

გლობალურად, გასულ წელს 243 მილიონი ქალი და გოგონა აღმოჩნდა პარტნიორის მხრიდან  ძალადობის მსხვერპლი. იმავდროულად, ქალების 40 პროცენტზე ნაკლები, ვინც განიცდის ძალადობას, აცხადებს ამის შესახებ ან ეძებს დახმარებას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური 16 დღიანი კამპანიის მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. 2020 წლის თემაა: “გაანარინჯისფრე სამყარო: დააფინანსე, უპასუხე, დაიცავი, შეაგროვე“, რაც გულისხმობს მოქმედებებს დაფინანსების ხარვეზების გადასაჭრელად, COVID-19-ის პანდემიის დროს ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის აუცილებელი მომსახურებების აღმოჩენას, ძალადობის პრევენციას და  მონაცემთა შეგროვებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი დახმარების გაწევას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

წყარო: www.un.org

PHOTO:UN Women

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5