დღეს მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 0-დან 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას, ერთჯერადად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს მოქალაქეებისთის ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად გადადგმული ნაბიჯია და ბავშვები თანხა სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებენ. ვისაც სურვილი ექნება, უარს იტყვის კომპენსაციაზე.
ასევე, ყველა სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფო დაუფინანსებს 2020-2021 წლის ერთი სემესტრის საფასურს. “საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.