საინფორმაციო სააგენტო “Reuters-ის” ცნობით, ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თან ლონგმა განაცხადა, რომ შაბათს ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ინდური და ბრიტანული ვარიანტების ნაზავი. ის უფრო სწრაფად ვრცელდება ჰაერში, ვიდრე აქამდე არსებული შტამები.
”უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციებით, რომლებიც ბრიტანულ ვარიანტს მიეკუთვნება”, – განაცხადა მან.
ეს ვარიანტი უფრო გადამდებია. აპრილის ბოლოდან ვიეტნამის 63 ქალაქიდან და პროვინციიდან 31-ში დაინფიცირდა თითქმის 3,600 ადამიანი, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ჯამური შემთხვევების ნახევარზე მეტს შეადგენს.
მსოფლიოსთვის მოწოდებული მონაცემებით, ვიეტნამში COVID-19-ის სულ 6 570 შემთხვევა გამოვლინდა და მათგან 47 პაციენტი გარდაიცვალა.
წყარო: www.reuters.com