ითამაშეთ საკვები პროდუქტებით
რაც უფრო კაშკაშაა საკვები, მით უფრო ჯანმრთელია, ამიტომ გადააქციეთ თქვენი ბავშვის თეფში ორმაგ გაკვეთილად ფერების და კვების საკითხებში. საკვების მიტანისას დაასახელეთ ფერი – თეთრი ყველი, წითელი წიწაკის ზოლები, მწვანე ბროკოლის ხეები, ნარინჯისფერი ოსპი. ან მიეცით მას საკუთარი პალიტრის შექმნის შესაძლებლობა და უბრალო მაწონს დაამატეთ მკვეთრი შეფერილობის ხილი, როგორიცაა მარწყვი ან მოცვი. დაბლენდერების შემდეგ მისი საჭმლის ფერი ლამაზი ვარდისფერი ან მეწამული გახდება.
დახატეთ ხელებით
შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ საღებავები ან თავად მომზადოთ. 1/2 ჭიქა სიმინდის სახამებელს დაასხით ორი ჭიქა წყალი და ადუღეთ ნარევი გასქელებამდე. გაგრილების შემდეგ გაანაწილეთ რამდენიმე თასში და დაამატეთ იმდენი საკვები საღებავი, რამდენიც გსურთ. დახატეთ თითებით სასურველ ფურცლებზე.
აღმოაჩინეთ ფერები ღია ცის ქვეშ
სანამ თქვენს პატარასთან ერთად სასეირნოდ გახვალთ, აარჩევინეთ ფერადი ქაღალდი, რომელსაც თან წამოიღებს. სეირნობის დროს დაეხმარეთ აღმოაჩინოს საგნები, რომლებიც ქაღალდის ფერს შეესაბამება. მაგალითად, ნარინჯისფერი ფოთოლი, მანდარინი ან გამვლელის ქურთუკი. ლურჯი ცა, ჯინსი და სხვ. შინ დაბრუნებულს სთხოვეთ დახატოს ნივთები, რომლებიც დაინახა, რათა ახსოვდეს, რომ ბევრ საგანს შეიძლება ერთი ფერი ჰქონდეს.
აღმოაჩინეთ ფერები ყოველდღიურ საქმიანობებში
იატაკზე დადეთ სარეცხის 2 კალათი და ერთ-ერთზე მიაწებეთ თეთრი ქაღალდი. მიაწოდეთ ბავშვს დაგორგლილი წინდა და სთხოვეთ ჩააგდოს შესაბამის კალათში. ეს დაეხმარება მას, მსხვილი მოტორული უნარების განვითარებაშიც. გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი სახალისო უნდა იყოს და არა დამღლელი, მოსაწყენი გაკვეთილი.
აღმოაჩინეთ ფერები გარდერობში
ახლად ფეხადგმული ბავშვები უკვე ცდილობენ თავად გადაწყვიტონ, რას ჩაიცვამენ (ვარდისფერ მაისურზე წითელი ჟაკეტი და მწვანე შარვალი… გეცნოთ სიტუაცია?). თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ მათ ფერთა შეხამებაზე. მაგალითად, შესთავაზოთ ერთ მაისურს შეუხამოს 3 შარვლიდან ერთ-ერთი. ყურადღება გაუმახვილეთ, მაისურის მწვანე ყვავილები შეადაროს მწვანე შარვალს. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა პატარამ შეიძლება გაიგოს ფერების დაწყვილებაზე, მას მაინც შეუძლია თავად უნდა გადაწყვიტოს, რას აღიქვამს ლამაზად და რას ჩაიცვამს.
წყარო: www.whattoexpect.com