ზოგიერთ ახალშობილს ტანზე აქვს ვარდისფერი ან წითელი ლაქები, რომელიც გლუვი, ბრტყელი სტრუქტურისაა. მას ანგელოზის კოცნას, წეროს ნაკბენებს ან ორაგულის ლაქებსაც უწოდებენ. როგორც წესი, ეს ნიშნები კისერზე აქვთ, თუმცა შეიძლება გაჩნდეს ქუთუთოებზე, შუბლზე, ცხვირის ქვეშ ან თავზეც.
ის უფრო თეთრი კანის ახალშობილებში გვხდება და შეიძლება მოგვიანებით, სიცოცხლის პირველ თვეებში გაჩნდეს. ლაქები შეიძლება გამუქდეს ბავშვის ტირილის ან დაძაბვის დროს, როდესაც ის გაღიზიანებულია ან არაკომფორტულადაა.
რა იწვევს “წეროს ნაკბენებს”?
ამ ლაქებს იწვევს სისხლძარღვების გროვის გაფართოების შედეგად სისხლის ნაკადის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილთა თხელ კანს იოლად ეტყობა ლაქები, ეს მდგომარეობა უვნებელია.
როდის გაქრება “წეროს ნაკბენები”?
„წეროს ნაკბენები“, როგორც წესი, ქრება 18 თვისთვის. თუმცა, კისერზე შეიძლება დარჩეს მუდმივად.
როდის მივმართოთ ექიმს?
ბავშვის პედიატრი გეგმიური ვიზიტის დროს ალბათ შეამჩნევს ლაქებს და შეამოწმებს ზომის და მდებარეობის მიხედვით, ხომ ნამდვილად „წეროს ნაკბენებია“ და არა სხვა წანაზარდები.
წყარო: www.whattoexpect.com
photo: www.mamanatural.com