Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ის ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა 2 წუთით უპასუხეთ ტელეფონს და ამ დროის განმავლობაში თქვენმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა მოასწრო ოსპისა და ბარდის მთელ სახლში მიმოფანტვა, სათამაშოების აივნის გისოსებს შორის გადაგდება, უმცროსი ძმისთვის ტუალეტის ქაღალდის შემოხვევა, ე.წ. „მუმიობანა“ და ა.შ. როდესაც ის ვერ გრძნობს თქვენგან  ყურადღებას, უყურადღებობას არჩევს, რომ უარყოფითი ქცევით დაიმსახუროს თქვენი შემოხედვა ან თუნდაც ბრაზიანი სიტყვები. ეს ქცევა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი შვილისთვის.

თქვენ მისი მისაბაძი ადამიანი ხართ. როგორც ახლად ფეხადგმულობის დროს, თქვენს შვილს ახლაც უყვარს თქვენი საქმიანობების „გადაწერა“ და ამას უფრო ხშირად აკეთებს. თქვენ მისთვის როკ ვარსკვლავი ხართ.

ის სიყვარულს სიტყვებით გიხსნით. როგორც იქნა! 3-4 წლის ასაკში თქვენი პატარა სიყვარულის გამოხატვას სიტყვებით იწყებს: „დედიკო, მიყვარხარ!“, „რა ლამაზი თვალები გაქვს!“ „მინდა, სულ შენთან ვიყო!“.

ის განუგეშებთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შეიძლება გაგაოცოთ თანაგრძნობის გამოხატვით. ალბათ ის გაკოცებთ, როდესაც რამეს იტკენთ.  ეს ნაწილობრივ გადარჩენის მეთოდია. თქვენ ხართ თქვენი შვილის სამყარო და მას არ მოსწონს ამ სამყაროს დანგრევა, ამიტომ ის ცდილობს ყველაფერი გამოსწორდეს.

ის ცდილობს, სიტყვებით დაგჭრათ. სიყვარული არ უნდა გვტკენდეს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩვენს ბავშვებს, ზოგჯერ ეს ასეც ხდება. თუ თქვენ იმედი გაუცრუეთ თქვენს სკოლამდელი ასაკის ბავშვს, მან შეიძლება დაგიყვიროთ: „ვერ გიტან“. ამის მოსმენა არ არის სასიამოვნო,  თუმცა ეს შეიძლება ნიშნავდეს „შენ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ შეგიძლია ყველაზე მეტად  დამწყვიტო გული, ასე რომ, შენც იგივე ტკივილს გისურვებ”.

ის საჩუქრებს გჩუქნით. თქვენ შეიძლება მიიღოთ წინა ეზოდან მოწყვეტილი ყვავილი, ბრჭყვიალა ქვა, ლამაზი გირჩა, მის მიერ დახატული ავტოპორტრეტი…

თქვენი დაბრუნება მისთვის დღესასწაულია. თუ სახლიდან მის გარეშე გახვალთ, თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შინ დაბრუნებულს ოვაციებით დაგხვდებათ, ჩაგეხუტებათ, გაჩვენებთ მის მიღწევებს. ბონუსი: ეს მოხდება მაშინაც კი, თუ ის ყვიროდა თქვენი  წასვლის დროს!

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5