Skip to content Skip to sidebar Skip to footer


ბრონქიოლიტი არის ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული სასუნთქი გზების ინფექცია. ის იწვევს ანთებასა და შეშუპებას ფილტვების მცირე სასუნთქ გზებში ბრონქიოლებში. ბრონქიოლიტის, ისევე როგორც სხვა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ვირუსები ასევე ბაქტერიები. ბრონქიოლიტის შემთხვევები, როგორც წესი, უფრო ხშირად გვხვდება ადრეულ შემოდგომასა და ზამთარში.

ბრონქიოლიტი იწყება გაციების მსგავსი სიმპტომებით, მაგრამ შემდეგ პროგრესირებს ხველებამდე, ხიხინამდე და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებამდე. მისი სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან კვირამდე. ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელდება სახლში მკურნალობის შემდეგ, მცირე ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ბრონქიოლიტის სიმპტომები:

პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ბრონქიოლიტის ნიშნები და სიმპტომები გაციების მსგავსია:

  • სურდო;
  • გაჭედილი ცხვირი;
  • ხველა;
  • უმნიშვნელო  ცხელება (ყოველთვის არ ახლავს თან).

ამის შემდეგ შეიძლება ერთი კვირა ან მეტი ბავშვს ჰქონდეს სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა.

ბევრ ჩვილს ასევე აქვს ყურის ინფექცია (შუა ყურის ოტიტი).

აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ

  • ბავშვს აქვს ხმაურიანი სუნთქვა;
  • სუნთქვის სიხშირე წუთში 60-ზე მეტია ან გაიშვიათებულია;
  • ამჩნევთ რეტრაქციებს(კანისა და კუნთების ჩადრეკა ნეკნთაშუა არეებსა და კისრის მიდამოში);
  • ბავშვი მოდუნებულია და ძილს თავს ვერ ართმევს;
  • სითხის და საჭმლის მიღებაზე უარის თქმა;
  • კანის გალურჯება, განსაკუთრებით ტუჩების და ფრჩხილების.

ბრონქიოლიტის გამომწვევი მიზეზები:

ბრონქიოლიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექცია აზიანებს ბრონქიოლებს. ფილტვების ყველაზე პატარა სასუნთქ გზებს. ინფექციური პროცესი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ვირუსულ, ისე ბაქტერიულ გამომწვევებთან. ბრონქიოლების ანთება და შეშუპება, ლორწოს დაგროვება და სასუნთქი გზების შევიწროება ართულებს ჰაერის თავისუფალ მიმოსვლას ფილტვებში.

ბაქტერიული ინფექციის არსებობისას მნიშვნელოვანია გამომწვევი ბაქტერიის განსაზღვრა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა. სწორედ ამიტომ, სასუნთქი გზების ინფექციების მართვისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას, არამედ ინფექციის გამომწვევის იდენტიფიცირებასაც.

ბრონქიოლიტი ჩვეულებრივ გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 3 თვემდე ჩვილები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათი ფილტვები და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განვითარებული.

სხვა ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვილებში ბრონქიოლიტის გაზრდილ რისკთან:

  • დღენაკლულობა;
  • გულის ან ფილტვის დაავადებები;
  • იმუნოდეფიციტი;
  • პასიური მწეველობა;
  • დედის რძის არმიღება (ძუძუთი კვების დროს ჩვილები დედისგან იღებენ იმუნურ სარგებელს);
  • კონტაქტი ბევრ ბავშვთან, მაგალითად, ბაღში;
  • დროის გატარება ხალხმრავალ გარემოში;
  • და-ძმების ყოლა, რომლებიც დადიან სკოლაში ან ბაღში და სახლში მოაქვთ ინფექცია.

ბრონქიოლიტის გართულებები:

  • ცისფერი ტუჩები ან კანი (ციანოზი), გამოწვეული ჟანგბადის ნაკლებობით.
  • სუნთქვაში პაუზები (აპნოე), რაც ყველაზე ხშირად გვხვდება დღენაკლულ ან 2 თვემდე ბავშვებში.
  • გაუწყლოვნება.
  • ჟანგბადის დაბალი დონე (დაბალი სატურაცია) და სუნთქვის უკმარისობა.

ბრონქიოლიტის პრევენცია

იმის გამო, რომ ბრონქიოლიტის გამომწვევი ინფექციები ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, ამის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელების ხშირი დაბანა – განსაკუთრებით ბავშვის შეხებამდე, როცა გაციებული ხართ ან სხვა რესპირატორული დაავადება გაქვთ. ამ დროს მიზანშეწონილია პირბადის ტარებაც.

  • მოარიდეთ ბავშვი იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გაციების სიმპტომები, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებული ან 2 თვემდე ბავშვები.
  • რეგულარულად დაასუფთავეთ ზედაპირები, რომელსაც ბავშვი ეხება. განსაკუთრებით, თუ ოჯახის წევრი ავადაა.
  • აიფარეთ ცხვირსახოცი ან იდაყვი ცემინებისა და დახველების დროს. დაიბანეთ ხელები შემდეგ ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.
  • არ გაუზიაროთ ჭიქა ოჯახის წევრებს.
  • აწოვეთ ძუძუ, თუ ეს შესაძლებელია (სასუნთქი გზების ინფექციები გაცილებით ნაკლებად ემართებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც ძუძუთი კვებავენ).

პრევენციისა და მკურნალობის საკითხში მნიშვნელოვანია ასევე ბაქტერიული ინფექციების გათვალისწინება. ფაგიო® ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება შესაბამისი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ასევე, ფაგიო® გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ბაქტერიული, მათ შორის ჩირქოვანი, გართულებების პრევენციის მიზნით. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის გიზიარებთ თამთა ივანაშვილის: პედიატრის, მედიცინის აკადემიური დოქტორისა და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის ინტერვიუს, სადაც ექიმი საუბრობს ბავშვებში რესპირატორული ინფექციების, ბრონქიოლიტებისა მათი პრევენციისა და ბაქტერიული გართულებების შესახებ:

გთხოვთ გაითვალისწინოთ: dedamicis.ge-ზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონტენტს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი