Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმა  “დედამ იცის” გთავაზობთ  ბავშვებში მეტყველების განვითარების სტრატეგიებს.  მასალა მოამზადა  თინათინ ფანცულაიას  ფსიქოლოგიური  საკონსულტაციო ცენტრის “იდილიას” ფსიქოკონსულტანტმა, მეტყველების თერაპევტმა – სოფიო ყველაშვილმა.

იმისათვის, რომ ბავშვების მეტყველება განვავითაროთ და მათი ლექსიკური მარაგი გავამდიდროთ, გთავაზობთ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ეს პროცესი უფრო წარმატებით წარიმართება. 

  • საკუთარ თავთან საუბარი – ხმამაღლა ისაუბრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ;
  • პარალელური საუბარი – გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც აკეთებს თქვენი შვილი;
  • განმეორება – გაიმეორეთ სიტყვები უსასრულოდ. გაზარდეთ შესაძლებლობები, კონცენტრირდით ერთსა და იმავე სიტყვებზე მთელი დღის მანძილზე;
  • გამარტივება – გამოიყენეთ მოკლე ფრაზები და წინადადებები;
  • დაამატეთ ერთი სიტყვა – გამოიყენეთ საუბარში ერთი სიტყვით მეტი, ვიდრე თქვენი შვილი იყენებს;
  • ნიმუში – უთხარით თქვენს პატარას, რაც გინდათ, რომ მან გითხრათ;
  • იმიტაცია – ასწავლეთ მოგბაძოთ თქვენ;
  • ვიზუალური ეფექტი – საუბრის დროს ანახეთ პატარას საგანი ან სურათი;
  • ჟესტების ენა – გამოიყენეთ და ასწავლეთ საუბრისას ჟესტები;
  • მხოლოდ ერთი ცალი – მიეცით საუბრის მოტივაცია, მიეცით მხოლოდ ერთი, რათა მოგთხოვოთ მეორეც;
  • მიეცით არჩევანის საშუალება – რომელი უფრო გინდა ეს თუ ეს?
  • თამაში წარმართეთ ისე, რომ პატარამ გთხოვოთ დახმარება;
  • მიუწვდომელ ადგილას – მიეცით საშუალება ეცადოს თვითონ აიღოს ის, რაც უნდა;
  • იყავით გულმავიწყი – მიეცით საშუალება გთხოვოთ ის, რაც სურს;
  • დაუშვით შეცდომები – მიიქციეთ ყურადღება მოულოდნელი საქციელით;
  • მიჰყევით მით ნებას – ისაუბრეთ ბავშვის ინტერესების შესახებ;
  • სიახლე – აღმოაჩინეთ და შეისწავლეთ რაიმე ახალი;
  • ვერბალური რუტინა – მაგ: დღის მანძილზე გამოიყენეთ ერთი და იგივე სიტყვები;
  • სიმღერა – შეასწავლეთ ენა სიმღერის მეშვეობით;
  • მოთმინება – გააკეთეთ პაუზა და დაელოდეთ, როდის გიპასუხებთ ბავშვი;
  • გააკეთეთ კომენტარი – დასვით ნაკლები შეკითხვა და გაუკეთეთ მეტი კომენტარი;
  • დაუსვით ღია კითხვები.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი