Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბაღისა და სკოლის სეზონის დაწყებასთან ერთად ბავშვებს დღის განმავლობაში უფრო ხშირად უწევთ სახლში მომზადებული საკვებისგან განსხვავებული საკვების მიღება: სასადილოში, კაფესა თუ სწრაფი კვების ობიექტებში. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს საკვების ან დაბინძურებული წყლის მიღების შემდეგ ღებინება, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი დაეწყო.

საკვებით მოწამვლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის მდგომარეობის კონტროლი და გაუწყლოების თავიდან აცილებაა.

1. მიეცით სითხე – მცირე რაოდენობით და ხშირად

ღებინებისა და ფაღარათის დროს ბავშვი კარგავს სითხესა და ელექტროლიტებს, ამიტომ გაუწყლოება ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა.

თუ ბავშვს დალევა შეუძლია, სითხე მიეცით პატარა ყლუპებით, ხშირად. დიდი რაოდენობით სითხის ერთდროულად დალევამ შესაძლოა ღებინება გააძლიეროს.

ღებინებისა და ფაღარათის დროს სასურველია რეჰიდრატაციის ხსნარი რომელიც დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების შევსებაში ეხმარება.

განსაკუთრებით დააკვირდით, თუ ბავშვს:

  • ჩვეულებრივზე ნაკლებად შარდავს;
  • პირი გამომშრალი აქვს;
  • უჩვეულოდ სუსტია ან მოდუნებულია;
  • ძალიან სწყურია;
  • ტირის ცრემლების გარეშე.

2. ნუ აიძულებთ ჭამას და ნუ მისცემთ ანტიბიოტიკებს თვითნებურად

თუ ბავშვს გულისრევა ან ღებინება აქვს, ძალით ჭამა საჭირო არ არის. პირველ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია სითხის მიღება.

როდესაც ღებინება შემცირდება და ბავშვს ჭამის სურვილი გაუჩნდება, კვება ეტაპობრივად შეიძლება განახლდეს ასაკისთვის შესაბამისი ჩვეულებრივი საკვებით.

ანტიბიოტიკების თვითნებურად არ მისცეთ. ღებინებასა და ფაღარათს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკი საჭირო არ არის. ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, არსებობს ანტიბიოტიკების ბუნებრივი ალტერნატივა ბაქტერიოფაგები, რომლებიც კონკრეტულ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე მიზანმიმართულად მოქმედებენ და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ აზიანებენ სასარგებლო მიკროფლორას. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ფაგესტი®, რომელიც შეიცავს ფაგებს და გამოიყენება, როგორც კუჭ-ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის .

3. იცოდეთ, როდის არის ექიმის ჩარევა საჭირო

ზოგჯერ ინტოქსიკაციის მსგავსი სიმპტომები მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ნიშნები, რომელთა დროსაც ბავშვის სახლში დატოვება და მხოლოდ დაკვირვება არ არის საკმარისი.

ექიმს მიმართეთ, თუ ბავშვს აქვს:

  • ხშირი ღებინება და სითხეს ვერ იკავებს;
  • სისხლიანი ფაღარათი;
  • ძლიერი ან მზარდი მუცლის ტკივილი;
  • მაღალი სიცხე;
  • ძალიან ცოტა შარდი ან საერთოდ არ შარდავს;
  • გამოხატული სისუსტე ან უჩვეულო ძილიანობა;
  • გაუწყლოების ნიშნები;
  • მდგომარეობის სწრაფი გაუარესება.

პატარა ბავშვებში გაუწყლოება შედარებით სწრაფად შეიძლება განვითარდეს, ამიტომ საეჭვო შემთხვევაში ექიმთან დაკავშირება არ უნდა გადადოთ.

დაიმახსოვრეთ:

სითხე→ დაკვირვება→ საჭიროების შემთხვევაში ექიმი.

ღებინება და ფაღარათი ყოველთვის მოწამვლას არ ნიშნავს – მსგავსი სიმპტომები ვირუსულ და სხვა ინფექციებსაც ახლავს. ამიტომ მთავარი არის არა თვითდიაგნოზი, არამედ ბავშვის მდგომარეობის სწორად შეფასება და გაუწყლოების ნიშნებზე ყურადღების გამახვილება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი