Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახლა მშობლებს დამატებითი მიზეზი აქვთ მოარიდონ ბავშვები ნამცხვარს, ნაყინს და სხვა ტკბილეულს.  ჩვილებისა და ახლად ფეხადგმულებისთვის განსაზღვრული ახალი გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს მხოლოდ  დედის რძეს სულ მცირე პირველი ექვსი თვის მანძილზე და 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ უშაქრო პროდუქტებს.

„ყველა ლუკმას მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ ამ ადრეულ წლებში“, – ამბობს ბარბრა შნეემანი, დიეტოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

დიეტური გაიდლაინები ყოველ ხუთ წელიწადში გამოიცემა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ჯანმრთელობისა და მომსახურების სფეროს დეპარტამენტის მიერ. მთავრობა იყენებს მათ სასკოლო სადილებისა და სხვა პროგრამების სტანდარტების დასაწესებლად.

ბავშვებისათვის მიწის თხილისა და სხვა ალერგენების შეთავაზება

ბავშვებმა მხოლოდ დედის რძე უნდა მიიღონ სულ მცირე 6 თვის ასაკამდე, ნათქვამია გაიდლაინებში. მათ უნდა მიიღონ დამატებით ვიტამინი D დაბადებიდან მალევე. ხელოვნური კვების შემთხვევაში,  ჩვილებმა უნდა მიიღონ რკინით გამდიდრებული ფორმულა პირველი წლის განმავლობაში.

ბავშვებს შეუძლიათ დამატებითი საკვების მიღება  დაახლოებით 6 თვიდან და შეიძლება მიწის თხილი და სხვა ალერგენებიც ამ დროს შევთავაზოთ.

„მიწის თხილის შემცველი საკვების შეთავაზება პირველ წელს ამცირებს რისკს იმისა, რომ ბავშვს განუვითარდება ალერგია მიწის თხილზე,“ – ნათქვამია გაიდლაინებში.

ორსული და მეძუძური დედებისათვის აქ მეტი რჩევაა, ვიდრე წინა გაიდლაინებში. თავიანთი შვილების ტვინის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად მათ უნდა მიიღონ 340 გრამამდე  ზღვის პროდუქტი კვირაში. მათ უნდა აირჩიონ თევზი, რომელიც შეიცავს ნაკლებ ვერცხლისწყალს (ვირთევზა, ორაგული, სარდინი და ტილაპია), რამაც შეიძლება ბავშვების ნერვიული სისტემა დააზიანოს.

ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი, გაიდლაინების თანახმად. კოფეინი ზომიერი ოდენობით უსაფრთხოდ მიიჩნევა, და ქალებს შეუძლიათ განიხილონ ეს საკითხები თავიანთ ექიმებთან.

ხელოვნურად დამატებული შაქრის წყაროები

ამერიკელების უმეტესობა ნაკლებად მისდევს საუკეთესო რჩევებს კვებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ჭარბ წონას, გულის დაავადებებსა და დიაბეტს. ახალი რჩევების უმეტესობა ნაცნობია: მეტი ხილი და ბოსტნეული მენიუში; ტკბილეულის, გაჯერებული ცხიმებისა და სუფრის მარილის შეზღუდვა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ხელოვნურად დამატებული შაქრის ყველაზე დიდი წყაროები და გაიდლაინები ამ საკვების შეზღუდვებს გირჩევთ:

  • გაზიანი და სხვა შაქრით დამტკბარი სასმელები.
  • დესერტები, წასახემსებლები და ტკბილეული.
  • დამტკბარი ყავა და ჩაი.

ხელოვნურად დამატებული შაქრის შესახებ ინფორმაცია არის  შეგიძლიათ იხილოთ საკვების შეფუთვაზე.

წყარო: www.nbcnews.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5