პარტნიორის კონტენტი
REDMED-ის პედიატრიული კლინიკა 24/7-ზე აერთიანებს ყველა იმ მომსახურებას, რომელიც უმარტივებს მშობელს შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ეს სერვისი მოიცავს 24 საათის განმავლობაში ვიდეო კონსულტაციას კვალიფიციურ პედიატრების გუნდთან.
პედიატრიული კლინიკით შეგიძლიათ:
- გაიაროთ ექიმთან ვიდეო კონსულტაცია;
- მიიღოთ ექიმის სწრაფი და დროული რჩევა;
- მიიღოთ პასუხი ბავშვის ჩივილთან დაკავშირებით;
- მიიღოთ რჩევა ახალშობილის მოვლის შესახებ;
- გააუმჯობესოთ ბავშვის კვების რეჟიმი;
- გადაამოწმოთ სხვისი რჩევა ან გამოცდილება;
სასურველ პედიატრთან კონსულტაციაზე ჩაწერა, როგორც REDMED-ის აპლიკაციით, ასევე ვებ-გვერდითაა შესაძლებელი. დაჯავშნამდე კი შეგიძლიათ პედიატრების პროფილს და სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს გაეცნოთ და ისე გადაწყვიტოთ თუ რომელ ექიმს დაუკავშირდეთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პედიატრიული კლინიკის ექიმის ვიდეო კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ, განმეორებით დაუკავშირდეთ ექიმს, დამატებითი ხარჯების გარეშე.
REDMED-ით ასევე შეგიძლიათ:
- ექიმთან ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია
- ექიმის სახლში გამოძახება
- აფთიაქის სახლში გამოძახება
- ლაბორატორიული კვლევები
- საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ვიდეო კონსულტაცია
REDMED-ის პედიატრიული კლინიკის მიზანია, რომ ნებისმიერმა მომხმარებელმა სასურველი სამედიცინო მომსახურება რაც შეიძლება მარტივად, კომფორტულად და დროულად მიიღოს.