Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

“ფაბერი”, ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვისთვის გამოუყენებელი ნივთი, ჩვენთვის გამოსაყენებელი გავხადოთ.  ეს არის მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი  ნივთი.  Phubber-ის აპლიკაციის მიზანია,  მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში და ის გაძლევთ საშუალებას – გაყიდოთ  არასასურველი ან გამოუყენებელი ნივთები და იყიდოთ, აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი.  

“ფაბერი” – ეს არის ფულის გამომუშავების საშუალება ნებისმიერი ადამიანისთვის და მოიცავს სხვადასხვა დეპარტამენტს. ესენია: 

  • ქართველი დიზაინერების დეპარტამენტი. საქართველოში ქართველი დიზაინერების კოლექციები საკმაოდ მოთხოვნადია, მაგრამ არა ყველასთვის ხელმისაწვდომი. დიზაინერები ექსკლუზიურად “ფაბერისთვის” თავიანთ კოლექციებს 50-70%-იანი ფასდაკლებით წარმოადგენენ.
  • ქართული ბრენდების დეპარტამენტი, სადაც საქართველოში წარმოებული მაღაზიებისა და სტარტაპების კოლექციებია წარმოდგენილი და დროთა განმავლობაში კიდევ დაემატება და შესთავაზებს მომხმარებელს საინტერესო პროდუქციას.
  • ვინტაჟი. საზღვარგარეთ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ვფიქრობთ, თანდათან მოთხოვნა ჩნდება, ფაბერის პლატფორმა კი უნიკალურ ვინტაჟურ ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს.
  • განსაკუთრებულია “luxury” მიმართულება: აუთენტური ბრენდები, სადაც აღმოაჩენთ ლეგენდარულ ბრენდებსა და მოდელებს დიდი ფასდაკლებებით.
  • Concept Stores  დეპარტამენტი, სადაც აღმოაჩენთ საქართველოში ცნობილი ქონსეფთ მაღაზიების აუთლეტებს, მათ შორის Moreislove, Ieri, Dots, Buyers და ა.შ.
  •  და ბოლოს pre-owned დეპარტამენტი, სადაც ავტორიზებული მომხმარებლები და ინფლუენსერები დებენ თავიანთ ნივთებს. 

აპლიკაციას სოციალური მედიის ფუნქციაც აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია follow გაუკეთოთ საინტერესო მოხმარებლებს, როგორც დეპარტამენტებიდან, ისე დეპარტამენტების გარეთ. ასევე მონიშნოთ საინტერესო ბრენდები და თვალი ადევნოთ ყველა მონიშნული ბრენდის პროდუქციას. აპლიკაციის კონტენტს თავიდან ბოლომდე მომხმარებელი მართავს და ნახულობს იმ პროდუქციას, რაც მას აინტერესებს. მომხმარებელს აქვს საშუალება მოიწონოს, დააკომენტაროს და ფავორიტებში მონიშნოს მისთვის საინტერესო პროდუქცია.

აპლიკაცია customer-friendly-ია და თავიდან ბოლომდე მორგებულია მომხარებლის კომფორტზე. “ფაბერი” უზრუნველყოფს: მიტანის სერვისს, ხარისხის კონტროლსა და ბრენდის აუთენტიკაციას, შეფუთვას და უსაფრთხო გადახდის სისტემას.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store & Google Play-ში.

დღეს:

“ფაბერზე” ატვირთულია: 80 000-მდე ნივთი.

დარეგისტრირებულია და ყიდის და ყიდულობს: 60 000-მდე მომხმარებელი

ცნობილია, რომ საშუალოდ ადამიანი თავისი გარდერობის 80%-ს ყოველდღიურად არ იყენებს. ჩვენ კი მოვუწოდებთ მომხმარბელს, ეს გამოუყენებელი 80% გამოამზეუროს და შემოსავლის წყაროდ აქციოს, რადგან “ფაბერი” სახლიდან გაუსვლელად ფულის გამომუშავებას ყველაზე ეფექტური გზაა. 

საქართველოში ქალთა დაახლოებით 40% ეკონომიკურად არააქტიურია, ჩვენი მიზანი კი სწორედ ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობის წახალისებაა. ამისთვის კი უბრალოდ ნივთების ფაბერზე ატვირთვა და საკუთარი მაღაზიის სწორედ მართვაა საჭირო.

“ფაბერზე” ყოველდღიურად ასობით ადამიანი ყიდის პროდუქციას და ჩვენს მომხმარებელთა 80% სწორედ ქალები არიან. “ფაბერის” აქტიურ სელერს წელს საშუალოდ 3000 ლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5