Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვები მოზრდილების მსგავსად ხშირად საკვებს არა მხოლოდ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მიმართავენ, არამედ ისინი ზოგჯერ ასე თავიანთი ემოციებისა და გრძნობების საპასუხოდ იქცევიან.

თუ თქვენი შვილი მუდამ ჭამას ითხოვს, გამოიყენეთ შემდეგი რჩევები, რომ დარწმუნდეთ, მართლა შია თუ სხვა რამე აწუხებს.

რა იწვევს შიმშილს?

თუ თქვენს შვილს დღეში 3-ჯერ კარგად დაბალანსებული კვება და 1 წახემსება აქვს, მაგრამ მაინც აცხადებს, რომ მშიერია, შეიძლება მას საჭმლის მოთხოვნის სულ სხვა მიზეზები ჰქონდეს.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

თქვენი შვილი ზოგჯერ ითხოვს საჭმელს, როდესაც განიცდის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს?

  • მოწყენილობა
  • დეპრესია
  • სტრესი
  • იმედგაცრუება
  • დაუცველობა
  • მარტოობა
  • დაღლილობა
  • წყენა
  • სიბრაზე
  • ბედნიერება

თქვენი ბავშვი ჭამს წახემსებებისა და კვებებს შორის?  იცმუცნება ყოველი შესაძლებლობის დროს?

აჯილდოებთ თქვენს შვილს საჭმლით (მაგალითად, კარგი ნიშნისთვის ნაყინს ყიდულობთ?). ამან შეიძლება უნებლიეთ ხელი შეუწყოს თქვენი ბავშვის სიმსუქნეს.

როდესაც თქვენი ბავშვი სწორად ასრულებს საქმეს, აღნიშნავთ ამას? თუ კი, ასე შეიძლება გაზარდოთ ბავშვის თვითშეფასება და ხელი შეუწყოთ ბავშვის მოტივაციას, გააგრძელოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება  ჯანმრთელობისა და წონის შესახებ.

როგორ ესაუბრებით თქვენს შვილს? ძირითადად უარყოფითად? ხშირად ხართ კრიტიკული? ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის რთულია შეიტანოს ცვლილებები ასეთ  გარემოში.

ჯანმრთელი ალტერნატივები

თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი ბავშვი მოწყენილობის გამო ჭამს, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ყურადღების გადატანა.

თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას არ შია, დაეხმარეთ თქვენს შვილს ჭამის ნაცვლად აირჩიოს სხვა საქმეები, როგორიცაა:

  • ძაღლის გასეირნება
  • ბურთით სხვადასხვა თამაშები
  • ცეკვა
  • ხატვა
  • ყვავილის დარგვა ბაღში
  • ფრანის გაშვება
  • ფეხით სიარული

შესთავაზეთ ჯანსაღი წასახემსებელი, როგორიცაა უმი ბოსტნეული, ხილი, ბოსტნეულის წვნიანი, ჟელატინი უშაქროდ. ჩიფსები და ტკბილეულის ფილები ცარიელი კალორიებია, რაც დანაყრებულად არ აგრძნობინებს თქვენს შვილს თავს.

წასახემსებელი თქვენ შეარჩიეთ. როდესაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება თავად აირჩიონ წასახემსებლები,  ხშირად არაჯანსაღ არჩევანს აკეთებენ. ესაუბრეთ თქვენს შვილს იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი საჭმლის მიღება. მოამზადეთ საჭმლის ნუსხა, რომელზეც შეგიძლიათ შეთანხმდეთ და გქონდეთ ხელთ.

დაიმახსოვრეთ

თქვენმა მიდგომამ წონასთან და კვებასთან შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ზრდით მას. თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა იმის დადგენა, ჭამს თუ არა თქვენი ბავშვი სწორი მიზეზების გამო.

წყარო: ამერიკის პედიატრთა აკადემია www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5