Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

2017 წელს სოციალურ ქსელში ახალი ჯგუფი “Beauty Lab” შეიქმნა, რომელშიც ამ დროისთვის 100 ათასი ქალია გაწევრიანებული. ისინი ერთმანეთს სილამაზესთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებენ. ჯგუფმა ასამდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოში და ერთგვარი ხიდია მოხმარებლებსა და სილამაზის სფეროს წარმომადგენლებს შორის.

“ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმულმა შეფასებებმა დამაფიქრა, რომ საქართველოში სილამაზის ინდუსტრიის დახვეწა და პრობლემების ინოვაციური გადაჭრის გზა საგრძნობლად შეცვლიდა მდგომარეობას. იდეა ძალიან უცბად დაიბადა, როგორც ფილმებშია ხოლმე, სადილობისას გამინათდა გონება” – იხსენებს “ბიუთი ლაბის” აპლიკაციის შექმნის ისტორიას ქეთა ბაღაშვილი.

ჯგუფის დამფუძნებლებმა 2019 წელს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტის პროგრამით 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვეს ახალი აპლიკაციისთვის, რომელიც მისაწვდომი იქნება iOS-ზე და ანდროიდზე. მისი საშუალებით მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში მოახერხებენ ჯავშნების გაკეთებას სილამაზის სხვადასხვა დაწესებულებებში ნებისმიერ პროცედურაზე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება web based პლატფორმა სილამაზის დაწესებულებებისათვის, საიდანაც ისინი ჯავშნების და სხვადასხვა პროცესების მართვას შეძლებენ. ე.წ. მართვის პანელი.

მომხმარებლებს არა მხოლოდ ჯავშნის გაკეთება, არამედ სალონების მოძიება, მათი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეფასებების წაკითხვა და დატოვება შეეძლებათ. ამავდროულად აპლიკაციის მეორე მხარე, რომელიც სალონებს ბარდებათ ერთგვარი სამენეჯმენტო პლატფორმაა და ყველა ადრე ხელით შესრულებული პროცესის გაციფრულებას ახდენს. აპლიკაციის ავტორებმა გაითვალისწინეს გლობალურ ბაზარზე მსგავსი აპლიკაციების გამოცდილება და ვარაუდობენ, რომ მათი ახალი პროდუქტი დახვეწს სალონების მუშაობის ეფექტურობას და ამავე დროს, გააუმჯობესებს მომხმარებლის ქცევას.

“Beauty Lab”-ის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ აპლიკაცია ივნისის თვისთვის იქნება მზად.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5