Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ვიტამინი C, ასევე ცნობილი როგორც ასკორბინის მჟავა, არის წყალში ხსნადი საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად, რკინის შეწოვის გასაუმჯობესებლად და კოლაგენის, ადამიანის ორგანიზმში ყველაზე უხვი ცილის წარმოებისათვის. ის ასევე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან – უჯრედების დამაზიანებელი ნაწილაკებისგან.

C ვიტამინის მიღება ჩვილებს შეუძლიათ დედის რძიდან, მისი შემცვლელი ადაპტირებული ნარევიდან და ხილ-ბოსტნეულიდან. მათ უფრო ნაკლები რაოდენობა სჭირდებათ, ვიდრე მოზრდილებს: 6 თვის ასაკამდე 40 მგ დღეში, ხოლო 6-12 თვის ასაკში 50 მგ.

მეძუძურ დედებს 60%-ით მეტი რაოდენობის C ვიტამინი სჭირდებათ, ვიდრე მანამდე იღებდნენ, დაახლოებით 120 მგ დღეში, რადგან ისინი მას შვილებსაც უნაწილებენ რძით.

C ვიტამინის დამატება ჯანსაღი ჩვილების უმეტესობისთვის არასაჭიროა და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კენჭები თირკმლებში, ღებინება და ფაღარათი.

6 თვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ  პატარას C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები:

კივი, 1/4 ჭიქა (44 გრამი): ჩვილებში C ვიტამინის დღიური დოზის 82%

ბულგარული წიწაკა 1/4 ჭიქა (23 გრამი): ჩვილებში C ვიტამინის დღიური დოზის 58%

მარწყვი 1/4 ჭიქა (41 გრამი): ჩვილებში C ვიტამინის დღიური დოზის 48%

მზა ბროკოლი, 1/4 ჭიქა (24 გრამი): ჩვილებში C ვიტამინის დღიური დოზის 31%

მანდარინი 1/4 ჭიქა (49 გრამი): ჩვილებში C ვიტამინის დღიური დოზის  26

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5