Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

ბოლო ათწლეულებია, კომპანია ბიოქიმფარმის პრეპარატი „ფაგიო“, მშობლებისა და პატარების საყვარელ პროდუქტად იქცა. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დედების 92%-მა იცის და ენდობა ფაგიოს უპრეცედენტო უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ფაგიოს მწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილებით, ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა. 2024 წლის მაისიდან საქართველოს ყველა მსხვილ ქსელურ და საცალო აფთიაქებში ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატი – ფაგესტი. პრეპარატის ბუნებრივი და უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფაგესტი გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც. ფაგესტი® გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით:

  • დისბაქტერიოზი, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი;
  • კვებითი ინტოქსიკაცია, გასტეროენტერიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი;
  • სალმონელოზი, კოლი ინფექცია (ეშერიხიოზი), შიგელოზი.

ბავშვის მიკრობიომა (მიკროფლორა) დადებითი ფუნქციები

ტრილიონობით ბაქტერია, სოკო და ვირუსი, რომლებიც ქმნიან ადამიანის ნაწლავურ მიკრობიომს, ვითარდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და კვლევების თანახმად, ჩვენ პირველად მათ დედების საშვილოსნოშივე ვხვდებით. რაც უფრო ვიზრდებით, ნაწლავის მიკრობიომა განაგრძობს გამრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის რეაქციებზე და ტვინის ფუნქციონირებაზე. იმუნურ უჯრედებთან კომუნიკაციით, ნაწლავის მიკრობიომი აკონტროლებს, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ინფექციის შემოჭრისას.

რა იწვევს მიკრობიომის დაქვეითებას?

ახალი კვლევის თანახმად, საშუალოდ, 1 წლამდე ასაკის ჩვილის ნაწლავის მიკრობიომაში ბაქტერიების 93% პოტენციურად საშიშია. ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, პირდაპირ კავშირშია ნაწლავის მიკრობიომის დაქვეითებასთან. მარტივმა და ბანალურმა კვებითმა ინტოქსიკაციამ ან ინფექციამ შეიძლება ბავშვს დისბქტერიოზი განუვითაროს. ინფექციებთან ბრძოლისა და ბაქტერიების კონტროლისთვის სტანდარტულად ანტიბიოტიკებს იყენებენ. თუმცა, ანტიბიოტიკების თითქმის ყველა ჯგუფი მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ მოქმედებს ბაქტერიებზე. ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება აძლიერებს და იმუნურს ხდის ბაქტერიებს, რაც ხელს უწყობს მათი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. ასევე ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტი შეიძლება ნაწლავის მიკროფლორაში სასარგებლო მიკრობების განადგურება იყოს. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს დიარეას (ფაღარათს), ან დისბაქტერიოზს. საერთაშორისო კვლევების თანახმად პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების განვითარებას სწორად გადატანილ ინფექციურ დაავადებას უკავშირებს.

როგორ მუშაობს ფაგესტი® ?

ფაგესტი® ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც როგორც ფაგიო, გამოიყენება ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ბუნებრივ ანტიმიკრობულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ის ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თანმხლები გვერდითი ეფექტების გარეშე. ფაგესტი® არის ინოვაციური საშუალება. ის წარმოადგენს ფაგების კოქტეილს, რომელიც შედგება ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტებისგან, რომლებსაც ბაქტერიოფაგები, ან უბრალოდ ფაგები ეწოდება. ინოვაციური საშუალება შექმნილია ბაქტერიებით (Salmonella, Shigella, E.coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas and Enterococcus) გამოწვეული ინფექციების როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის მიზნით.

ფაღარათისა და დისბაქტერიოზის დროს ფაგესტი®, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, მიზანმიმართულად ანადგურებს დაავადების გამომწვევ, მავნე (პათოგენურ) ბაქტერიებს, მათ შორის რეზისტენტულს, რაც განაპირობებს უსაფრთხოების უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. ის ანადგურებს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის) გამომწვევ მავნე ბაქტერიებს. ფაგესტი® ზრდის პრობიოტიკებით თერაპიის ეფექტურობას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება პრობიოტიკებთან ერთად კომბინაციაში.

ფაგესტი® არის ქართული პროდუქტი და იწარმოება ევროპული სტანდარტით, რაც განასხვავებს მას სხვა პრეპარატებისგან და განსაზღვრავს მის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი