პლატფორმა dedamicis.ge-სთან საუბრობს პედიატრი, ინფექციონისტი და ოჯახის ექიმი, ნანა ტეფნაძე პრეპარატი ფაგიო®-სა და ყელ-ყურ-ცხვირისა და სასუნთქი გზების ინფექციების სწორ და ეფექტურ მკურნალობაზე.

ყელ-ყურ-ცხვირისა და სასუნთქი გზების ინფექციებისას რა არის ექიმის მთავარი ამოცანა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?
“მთავარი ამოცანაა სწორად დასმული დიაგნოზი, სწორად შერჩეული მედიკამენტები და შესაბამისად განსაზღვრული მკურნალობის კურსი. აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის ასაკსა და მის ზოგად მდგომარეობას (იგულისხმება მორეციდივე ინფექციური ავადობების სიხშირე – ანგინა, სინუსიტი, ბრონქიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი და სხვა), რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს მედიკამენტოზური მკურნალობა.”
ბოლო წლებში ხშირად საუბრობენ ანტიბიოტიკების ზედმეტ გამოყენებაზე. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე სწორი მიდგომით ანტიბიოტიკის საჭიროების თავიდან არიდება?
“სამწუხაროდ ბოლო წლებში ანტიბიოტიკოთერაპია აქტიურად გამოიყენება თვითნებურად მშობლის და ძალიან ხშირად ექიმის მიერ, რასაც მივყავართ ძალიან ცუდ შედეგებამდე, რასაც ქვია ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ჩემი რჩევაა, სწორედ აქ უნდა შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა რა ინფექციასთან გვაქვს საქმე და უნდა შეირჩეს სწორი მკურნალობა. სწორ მკურნალობაში იგულისხმება ანტიბიოტიკების რაც შეიძლება ნაკლები გამოყენება, უფრო სწორად მისი რაციონალური გამოყენება, სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა და საჭიროებაა.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი რომელიც ხშირად ავადობს ეგრეთ წოდებული წითელი ყელით, არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ამისთვის არსებობს ადგილობრივი და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები. სწორედ ასეთია ფაგიო®, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია, არის ჩვენი სამამულო მედიკამენტი და პრაქტიკაში გამოყენებით ძალიან ხშირად გვაცილებს ანტიბიოტიკების დანიშვნას.”
თქვენს პრაქტიკაში რა შემთხვევაში იყენებთ ფაგიოს და რა ეტაპზე არის მისი გამოყენება ყველაზე ეფექტური?
“ფაგიო® რაციონალურად გამოიყენება, როგორც სამკურნალოდ ასევე პრევენციისთვის, მწვავე, ქრონიკული და მათ შორის გახანგრძლივებული ბაქტერიული თუ ვირუსული მდგომარეობებისას. ეფექტურად ვიყენებ ანგინის, სინუსიტის, ბრონქიტის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს. რიგ შემთხვევებში შესაძლოა მისი გამოყენება კომპლექსურად სიმპტომურ საშუალებებთან ერთადაც.
ბაქტერიული ინფექციებისას, ასევე ვირუსული ინფექციების ფონზე გააქტიურებული ბაქტერიების შემთხვევაში, ფაგიო პირის ღრუში უზრუნველყოფს სრულ სანაციას (გაჯანსაღებას). ვირუსული ინფექციის დროს ხშირად აქტიურდება ბაქტერიული მიკროფლორა, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, ვისაც აქვს ქრონიკული ტონზილიტი ან ქრონიკული ადენოიდები. ასეთ დროს ბაქტერიების გააქტიურებამ შეიძლება დაავადების მიმდინარეობა გაართულოს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაგიოს გამოყენება დაავადების საწყის ეტაპზე, რათა მოხდეს ბაქტერიული მიკროფლორის დათრგუნვა და მდგომარეობის გართულების პრევენცია.”
პრევენციის მნიშვნელობა
“ფაგიო®-ს პრევენციული გამოყენების მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სხვადასხვა დაავადების რეციდივის თავიდან აცილება. განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს, სადაც ხშირია სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც ბუნებრივად შეიძლება არსებობდეს ბავშვის პირის ღრუში და გარკვეულ პირობებში გააქტიურდეს.
ჩემს პრაქტიკაში ფაგიო®-ს ხშირად ვიყენებ პრევენციის მიზნით ვირუსული ინფექციების დროსაც, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ტონზილიტი. ვირუსული ინფექციების გამწვავების პერიოდში ფაგიოს გამოყენება ხელს უწყობს მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენციას და ამით ამცირებს დაავადების გართულების რისკს.”

