Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გიყვართ ბროკოლი?

ბავშვების გამოკვების დროს მშობლები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან.  ზოგჯერ,  მათი ჯანსაღად გამოკვება, დიდი ბრძოლის სტრატეგიის დასახვას, ხან კი  ხელჩართულ ორთაბრძოლას  ემსგავსება. მაგრამ, არსებობენ ისეთი დედებიც, რომლებიც პრობლემის  გადაწყვეტის კრეატიულ გზებს იფიქრებენ და საკვები პროდუქტებით ერთგვარ სახელოვნებო ნიმუშებს ქმნიან. 

თეთე კუპრაშვილმაც თავისი ოთხი წლის ნიკოლოზისთვის ამ გზით ამჯობინა აუცილებელი და ჯანსაღი საკვების  მიწოდება. თავიდანვე იცოდა, რომ დაძალებით შვილთან ვერაფერს გახდებოდა და გადაწყვიტა ბავშვი დაეინტერესებინა  ხილის და  ბოსტნეულის ნაირ-ნაირი სახალისო ფიგურებით. დროთა განმავლობაში ვიზუალური მხარე დახვეწა და მთავარმა მიზანმაც გაამართლა. 

ასე გადაიქცა მათი ცხოვრების ყოველი ახალი დღე ზღაპრულად. ნიკოლოზი გაიზარდა, გაფორმების გარეშეც მიირთმევს საკვებს, მაგრამ დედა-შვილს საკვების გაფორმების ტრადიცია დარჩათ.  ახლა ორივე ერთად აფორმებს საკვებს და ეს პროცესი ძალიან ეხალისებათ.

თეთე და ნიკოლოზი  გერმანიაში ცხოვრობენ.  თეთე დიუსელდორფში, საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. სანამ, აღმზრდელის კვალიფიკაციას აიღებდა ბაღში,  საკურსო ნაშრომად ბავშვის სწორი კვება წარადგინა. ნაშრომში მან  საკუთარ შვილზე ნაცადი მეთოდები აღწერა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5