კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა.
ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას:
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე
იმისთვის, რომ ბავშვების დამშვიდება შეძლოთ, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ემოციურ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ:
დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს.
დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით.
შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან.
- შეადგინეთ კვირის გეგმა
- მოუსმინეთ ბავშვებს
- უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ
- ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება
- შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა
- ჩაერთეთ მთელი ოჯახი
“თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype: pscenter“” – ნათქვამია განცხადებაში.