Skip to content Skip to sidebar Skip to footer

განშორების შფოთვა  შეიძლება ბავშვს დაეწყოს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. შესაძლოა, თქვენი 9 თვის ბავშვი მოულოდნელად გამოგეტიროთ, როცა სამსახურში მიდიხართ, ან თქვენი 2 წლის ბავშვი ატირდეს  საბავშვო ბაღში გაშვების დროს.

განშორების შფოთვა ემოციურად დამღლელია მშობლებისთვის და მათი შვილებისთვის, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ის სამუდამოდ არ გაგრძელდება. გთავაზობთ 7 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის განშორების შფოთვის შემსუბუქებაში.

1. გამოიყენეთ რუტინა შფოთვასთან გასამკლავებლად

ბავშვები თავს უფრო დაცულად გრძნობენ, როცა იციან, რა ელოდებათ. დილის რუტინის დაცვა ეხმარება მათ გადაერთონ საბავშვო ბაღში წასასვლელად ან ძიძასთან შესახვედრად. ეცადეთ არ გამოტოვოთ რუტინის არცერთი ნაწილი, რათა ბავშვმა არ იგრძნოს აჩქარება.

დილის რუტინის ნიმუში

  • მიეალერსეთ საწოლში პატარას.
  • გაიხეხეთ კბილები, მიირთვით საუზმე და ჩაიცვით.
  • გაამზადეთ ბავშვი ბაღისთვის (თუ დადის ბაღში), ჩასვით მანქანაში მის სავარძელში.
  • გაიხალისეთ მგზავრობა, მაგალითად იმღერეთ ერთად.
  • როცა ბაღში მიხვალთ, დამშვიდობება უნდა იყოს მოკლე.

2. შეიმუშავეთ დამშვიდობების რიტუალი

ეს შეიძლება იყოს ჩახუტება, კოცნა, ერთობლივი ცეკვა ან სიმღერა.

3. დაემშვიდობეთ კარგ გუნებაზე

ზოგჯერ, მშობლებსაც გვაქვს განშორების შფოთვა და ეს გვეტყობა კიდეც დამშვიდობებისას, ბევრჯერ ვბრუნდებით ბავშვთან და რამდენჯერმე ვუმეორებთ მის დამტოვებელს, რომელი სათამაშო უნდა „დააძინონ“ შუადღეზე. პატარები ირეკლავენ ჩვენს განწყობებს, ამიტომ გაიღიმეთ და ბედნიერი დღე უსურვეთ.

4. დაემშვიდობეთ მხოლოდ ერთხელ

არ გაახანგრძლივოთ დამშვიდობების პროცესი, თუ ბავშვს უჭირს თქვენთან განშორება, ჩაეხუტეთ ან აკოცეთ უფრო მაგრად და წადით თქვენს საქმეებზე.

სახლიდან ან ბაღიდან გასვლამდე დარწმუნდით, რომ არაფერი გრჩებათ. თუ მაინც გაგახსენდებათ რამე, დაურეკეთ ოჯახის წევრს ან მასწავლებელს, რომ გარეთ გადმოგცეთ ეს ნივთი.

5. გადაატანინეთ ყურადღება

სთხოვეთ მის აღმზრდელს ან ძიძას, მიიყვანოს ფანჯარასთან და დაანახოს ჩიტები, ან შეახსენეთ დღის გეგმა, მაგალითად სეირნობისას სასრიალოზე აძრომა, ვაფლების გამოცხობა… ამასობაში დაემშვიდობეთ და გადით ოთახიდან.

წინასწარ შეუთანხმდით, რომ საღამოს ერთად გაისეირნებთ ან ახალ „ფაზლს“ ააწყობთ.

6. გამოავლინეთ შფოთვის გამომწვევი მიზეზები

ყურადღება მიაქციეთ იმ დღეებს, როდესაც თქვენს შვილს უჭირს განშორება. ორშაბათი მძიმეა მრავალი ოჯახისთვის და შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი დროის დათმობა და სიყვარულის უფრო მეტად გამოხატვა შაბათ-კვირის ან შვებულების შემდეგ.

7. მიმართეთ დახმარებისთვის ბავშვის აღმზრდელს

ჩათვალეთ, რომ ერთ გუნდში თამაშობთ და მიეცით მას პასი. დარწმუნდით, რომ ორივე ერთად მუშაობთ და შეთანხმდით ერთ გეგმაზე. ამით უფრო სწრაფად დაძლევთ განშორების შფოთვას.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5