1. ჭარბი ნერწყვდენა
დაუჯერებელია, ამდენი სითხე გადმოვიდეს ისეთი პატარა პირისგან, როგორიც ჩვილებს აქვთ, მაგრამ კბილების ამოჭრა იწვევს ნერწყვდენის გაძლიერებას. დორბლიანობა ძირითადად 10 კვირიდან 4 თვემდე ასაკში იწყება და შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ბავშვს ყველა სარძევე კბილი არ ამოუვა.
2. გამონაყარი
გამუდმებული დორბლიანობის გამო შესაძლოა თქვენს პატარას გაუღიზიანდეს ნიკაპი, კისერი და გულ-მკერდიც კი. შეგიძლიათ წაუსვათ დამატენიანებელი ან ლანოლინის შემცველი კრემი.
3. ხველა და ღებინების რეფლექსი
ნერწყვის დაგროვება პირში იწვევს ხველას და ღებინების რეფლექსს. თუმცა, თუ თან ერთვის ალერგიისა და გაციების სიმპტომები, შეატყობინეთ ექიმს.
4. კბენა
ღრძილებიდან კბილების ამოჭრით გამოწვეულ დისკომფორტს პატარა ებრძვის ღრძილების დაჭერით თავის თითზე, თქვენს თითზე, საწოვარაზე ან ძუძუსთავზე. ამ დროს შესთავაზეთ ცივი საღეჭი სათამაშოები.
5. ტირილი ან წუწუნი
ზოგიერთ ჩვილს კბილები გართულებების გარეშე ამოსდის, თუმცა, ზოგს ძალიან სტკივა და ამას ტირილით ან წუწუნით გამოხატავს. როგორც წესი, პირველი კბილების და საღეჭი კბილების ამოჭრა ყველაზე მტკივნეულია.
6. გაღიზიანება
ზოგი პატარა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იყოს გაღიზიანებული კბილების ამოჭრის გამო, ზოგჯერ კი ეს რამდენიმე დღეს ან კვირას გასტანს.
7. უმადობა
შესაძლოა ზოგიერთ ბავშვს ჭამის დროს უფრო ასტკივდეს ღრძილები, ამიტომ ჭამაზე უარი თქვას.
8. ღამით გაღვიძება
კბილების ამოჭრით გამოწვეულმა დისკომფორტმა შესაძლოა დაურღვიოს თქვენს პატარას მშვიდი ძილი, მაშინაც კი, თუ აქამდე მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ეძინა.
9. ყურებისა და ლოყების სრესა
კბილების ამოჭრის დროს ტკივილი გადაეცემა ღრძილებს, ყურებსა და ლოყებს. ამიტომ ბავშვი შეიძლება ხშირად ისრესდეს ყურსა და ლოყებს (თუმცა, შესაძლოა ეს დაღლილობის და ძილის სურვილის ან ყურის ინფექციის ნიშანიც იყოს).
10. ჰემატომა ღრძილზე
შესაძლოა შეამჩნიოთ მოლურჯო შეშუპება ბავშვის ღრძილზე. ეს ღრძილის ჰემატომაა ან სისხლი, რომელიც კბილების ამოჭრის გამო ღრძილების ქვეშ არის მოქცეული და ეს არ არის შემაშფოთებელი. შესაძლოა ცივმა საფენმა მოხსნას ტკივილი და დააჩქაროს მისი შემცირება. თუ ჰემატომა გაიზარდა, მიმართეთ ექიმს.
წაიკითხეთ ჩვენი სტატია, რომელიც დაგეხმარებათ შეუმსუბუქოთ კბილების ამოჭრის სიმპტომები თქვენს პატარას.
წყარო: www.whattoexpect.com