Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აგრძელებს აშშ-ში ახალი კორონავირუსის გავრცელების და შედეგების შესწავლას. ბოლო დროინდელი კვლევები ამტკიცებს, რომ

  1. ადამიანებს შეიძლება ეს ვირუსი ჰქონდეთ უსიმპტომოდ და ისე გადასდონ სხვებს ახლო მანძილზე ყოფნისას, ლაპარაკის, ხველების ან ცემინების დროს,  რომ არც იცოდნენ ინფიცირების შესახებ.
  2. ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანებმა სიმპტომების გამოვლენამდეც შეიძლება გადასდონ სხვებს.

ამ ახალ კვლევაზე დაყრდნობით,  აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს ნაჭრის პირბადეების გამოყენებას იმ შემთხვევებში, როცა სოციალური დისტანციის დაცვა გართულებულია, მაგალითად მაღაზიებსა და აფთიაქებში, განსაკუთრებით შიდაგადაცემის დროს. თუ ადამიანები, რომლებმაც სიმპტომების არქონის ან ჯერ არგამოვლენის გამო, არ იციან, რომ გადამდებები არიან, გამოიყენებენ თუნდაც სახლში შეკერილ პირბადეს,  ეს დაეხმარება ვირუსის გავრცელების შემცირებას.

რეკომენდებული ნაჭრის პირბადეები არ გულისხმობს ქირურგიულ ნიღბებს ან N-95 რესპირატორებს. ეს კრიტიკული მარაგია, რომელიც უნდა დარეზერვდეს ჯანდაცვის თანამშრომლებისათვის და სხვა სამედიცინო მიზნებისათვის, როგორც რეკომენდებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოქმედი სახელმძღვანელოთი.

ეს რეკომენდაცია მხოლოდ დამატებაა და არ ცვლის სხვა რეკომენდაციებს. მაგალითად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა ადამიანებს შორის.

პირბადე არ უნდა ეკეთოს:

  • 2 წლამდე ბავშვებს
  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სუნთქვის პრობლემები
  • ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან უგონო ან ისეთ მდგომარეობაში, რომ დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ პირბადის მოხსნას.

როგორი უნდა იყოს პირბადე:

  • უნდა ერგებოდეს სახეს მჭიდროდ, მაგრამ კომფორტულად.
  • უნდა მაგრდებოდეს კვანძებით ან ყურის მარყუჟებით
  • უნდა შეიცავდეს ქსოვილის რამდენიმე ფენას
  • უნდა იძლეოდეს შეუზღუდავად სუნთქვის საშუალებას
  • უნდა შეიძლებოდეს მისი გარეცხვა და გაშრობა დაზიანების ან ფორმის შეცვლის გარეშე

შეიძლება თუ არა პირბადის გარეცხვა?

შეიძლება. პირბადე უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ. გასარეცხად სარეცხი მანქანა საკმარისია.

როგორ მოვიხსნათ პირბადე სწორად?

პირბადის მოხსნის დროს არ შეეხოთ საკუთარ თვალებს, პირსა და ცხვირს და მოხსნის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები.

წყარო: https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prevent-getting-sick/cloth-face-cover.html , https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prevent-getting-sick/diy-cloth-face-coverings.html

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5