ჯანდაცვის ექსპერტები მთელ მსოფლიოში შეშფოთებას გამოთქვამენ COVID-19-ის ახლად აღმოჩენილი ვარიანტის, „ომიკრონის“ შესახებ, რომელიც პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ის უკვე გავრცელდა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.
მეორე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ დაასახელა “შეშფოთების გამომწვევად”. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა ეს განცხადება, მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი ვარიანტი არის “შეშფოთების და არა პანიკის მიზეზი”.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიები მონაცემების შესწავლის შემდეგ უახლოეს კვირებში შეგვატყობინებენ შეუძლია მათ წარმოებულ ვაქცინებს „ომიკრონთან“ გამკლავება.
რიგი ქვეყნები ცდილობენ თავიდან აიცილონ „ომიკრონის“ გლობალური გავრცელება. მათ შორისაა საქართველო, რომელმაც დააწესა ახალი სამოგზაურო შეზღუდვები სამხრეთ აფრიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში.
არსებული მონაცემებით, ეს ვარიანტი გამოირჩევა მუტაციების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობით ან ვირუსის გენეტიკურ მასალაში ცვლილებებით. ადრეული მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ შეიძლება უფრო ადვილად გავრცელდეს, ვიდრე COVID-19-ის სხვა ვარიანტები.
სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ, ექიმმა ანჟელიკ კუტზემ პირველმა აღმოაჩინა, რომ 7 პაციენტს „დელტა“ ვარიანტისგან განსხვავებული სიმპტომები ჰქონდა. ეს იყო უკიდურესი დაღლილობა. ექიმის თქმით, ეს ვარიანტი მოქმედებს 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე და სიმპტომების მქონე პაციენტების თითქმის 50 პროცენტი, რომლებსაც ის მკურნალობდა, არ იყო ვაქცინირებული.
წყარო: www.independent.co.uk, www.webmd.com