Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო ყოველწლიურად მრავალი ადამიანი ზიანდება, მათ შორის ბავშვები. პედიატრ ძმებს კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილებს ჩვენი პლატფორმიდან უკვე იცნობთ. გთავაზობთ მათ რჩევებს უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით.

რა არის პიროტექნიკით დაზიანების ძირითადი მიზეზები?

– უსაფრთხოების წესების არცოდნა ან დარღვევა;

– ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება პიროტექნიკასთან;

– ხელმისაწვდომობა ბავშვისთვის;

– უხარისხო პროდუქტი.

რა სახის დაზიანებები გხვდება?

ყველაზე ხშირად დაზიანებული არეალი: კიდურები, თვალი, სახე. მიმართვიანობიდან 50%-ზე მეტი ბავშვია. აქედან 6-14 წელი ყველაზე ხშირი და დაახლოებით 70% არის ბიჭი. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში გამოიყოფა ისეთი მეტალები, როგორიც არის ბარიუმი, რკინა, ალუმინი და ა.შ. ამ მეტალებს შესაძლოა ჰქონდეს ტოქსიკური ეფექტი ბავშვებისათვის და გამოიწვიოს მოწამვლა.

რას ურჩევდით მათ, ვინც მაინც აპირებს პიროტექნიკის გამოყენებას?

– გამოიყენეთ დამცავი სათვალე;

– აანთეთ გრძელი ასანთის ღერით;

– აანთეთ მხოლოდ 1 ცალი;

– არ აანთოთ დახურულ სივრცეში;

– არ აანთოთ გამოყენებული პიროტექნიკა;

– არ ჩაიდოთ ჯიბეში (ხახუნმა შეიძლება გამოიწვიოს აალება/აფეთქება);

– არ დაუმიზნოთ არავის;

– თუ ხელში გიჭირავთ ასაფეთქებელი, არ დაიყენოთ უკან არავინ;

– ანთებული პიროტექნიკა ხელში არ უნდა გეჭიროთ;

– შეინახეთ პიროტექნიკა ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას;

– მცირეწლოვან ბავშვებს არ მისცეთ უფლება გამოიყენონ პიროტექნიკა;

– მოზარდები და მოზარდობამდე პერიოდის ბავშვები არ დატოვოთ პიროტექნიკასთან მეთვალყურეობის გარეშე;

– ახლოს იქონიეთ წყალი კონტეინერით, რათა გააუვნებელყოთ აუფეთქებელი პიროტექნიკა.

როგორ მოვიქცეთ დაზიანების შემთხვევაში?

თვალის დაზიანებისას – სასწრაფოდ მიაკითხეთ კლინიკას, წყლით გამორეცხვით ან ხელის მოკიდებით შეიძლება უარესად დავაზიანოთ.

დამწვრობისას – სასწრაფოდ მიაკითხეთ კლინიკას, აქაც მოერიდეთ დამატებით აქტივობებს

კიდურების ან ფალანგის მოგლეჯის შემთხვევაში – სასწრაფოდ მიაკითხეთ კლინიკას. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ ფალანგი და კიდური.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5