ხვალ, 24 მაისს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მშობლებს/ კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge შეავსონ მონაცემები ბავშვის შესახებ. ელექტრონული ფოსტის გარდა ეკრანზე არსებული ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოვა მოსწავლის შესახებ მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. მას მიიღებთ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ის მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.
სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების სანახავად, ეწვიეთ ბმულს https://catalog.emis.ge/main
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან დაიწყება 30 ივნისამდე გაგრძელდება.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).