Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ოჯახების უმეტესობისთვის წვიმიანი დღე ნიშნავს სახლში ყოფნას და მშვიდი საქმიანობებით დაკავებას, როგორიცაა ფილმების ყურება, ვიდეო თამაშების თამაში, ფაზლების აწყობა ან წიგნის კითხვა.  თუმცა, ბავშვებს სჭირდებათ სუფთა ჰაერი და ფიზიკური დატვირთვა. თქვენ შეგიძლიათ  წვიმიან ამინდშიც იხალისოთ გარეთ.

გთავაზობთ წვიმიანი დღის რამდენიმე გასართობს:

– დაიჭირეთ წვიმის წვეთები  ხელებით და ფეხებით.

– გაუშვით საპნის ბუშტები. შეეჯიბრეთ, ვინ უფრო დიდ ბუშტს გააკეთებს.

– წვიმიანი დღე შესანიშნავია მატლების მოსაძებნად, რადგან ისინი დედამიწის ზედაპირზე ამოდიან. რამდენი შეგიძლიათ იპოვოთ? თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეეხება მათ?

– მიჰყევით წვიმის წყალს. სად მიედინება იგი? ქვემოთ ქუჩაში? საწრეტში?

– დააკვირდით მიწას: მტვერს, ქვიშას, ბალახს. როგორ ცვლის წვიმა მათ?

– გუბეებში ხტუნვის დროს გამოტოვეთ რამდენიმე მათგანი, გადაახტით, ჩახტით და შეეჯიბრეთ, ვინ უფრო მეტად აჰყრის შხეფებს.

– ჩააგდეთ გუბეებში ქვები და დააკვირდით, რა ზომის ქვა გამოიწვევს უფრო მეტ შხეფებს ან გამოსცემს უფრო მაღალ ხმას.

– წვიმის წვეთები შეაგროვეთ ფინჯანში. ივარაუდეთ, რამდენი წვეთი შეგროვდება წვიმის შეწყვეტამდე.

– მოუსმინეთ რიტმს, რომელსაც წვიმა ქმნის და ჩაატარეთ კონკურსი ცეკვაში.  პრიზი ეკუთვნის მას,  ვინც ყველაზე სულელურად იცეკვებს.

– იმღერეთ წვიმაში წვიმაზე.

– ეძებეთ ტალახში ცხოველების კვალი. შეეცადეთ, გამოიცნოთ რომელმა ცხოველმა გაიარა.

– გააკეთეთ ტალახის „კოშკები“ ან „ნამცხვრები“.

– წვიმის გადავლის შემდეგ აუცილებლად მოძებნეთ ცისარტყელა.

სიფრთხილის ზომები წვიმიანი დღის თამაშებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ წვიმაში არ დადნებით, სიფრთხილე გმართებთ ჰიპოთერმიის (გადაციების) წინააღმდეგ, თუ ტანსაცმელი დაგისველდებათ, განსაკუთრებით ქარის შემთხვევაში. შეეცადეთ, რომ დიდხანს არ დარჩეთ სველ ტანსაცმელში, შინ დაბრუნებისთანავე  გამოიცვალეთ და ჩათბუნდით.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5