Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კალციუმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ძლიერი ძვლებისა და კბილების შესაქმნელად, ნერვებისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის, სისხლის შედედების დასახმარებლად და იმ ფერმენტების გააქტიურებისათვის, რომლებიც საკვებს ენერგიად აქცევს. სხეულში კალციუმის მარაგის დაახლოებით 99 პროცენტი ინახება კბილებსა და ძვლებში. და იმის გამო, რომ ბავშვები მუდმივად იზრდებიან, მათ სჭირდებათ კალციუმის სტაბილური მარაგი  ჯანსაღი ზრდის უზრუნველსაყოფად.

მეძუძურ დედას დღეში 1000 მგ კალციუმი სჭირდება. წლამდე პატარა საკმარის კალციუმს იღებს დედის რძისგან ან მისი შემცვლელი ხელოვნური ნარევისგან. 1-დან 3 წლამდე ასაკში ბავშვებს სჭირდებათ 700 მგ კალციუმი დღეში, ხოლო 4-დან 8 წლამდე ასაკში – 1000 მგ.

თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ  პატარას კალციუმით მდიდარი პროდუქტები:

  • 1/2 ჭიქა იოგურტი –  207 მგ
  • ორაგული – 232 მგ
  • 1 ჭიქა მზა ბროკოლი – 180 მგ
  • 1/2 ჭიქა რძე – 150 მგ
  • 1/4 ჭიქა მზა ისპანახი – 60 მგ

კალციუმის დამატება ჯანმრთელი ბავშვების უმეტესობისთვის არასაჭიროა და შეიძლება გამოიწვიოს  კენჭები თირკმლებში.  ყურადღება მიაქციეთ ასევე, რომ ბევრი რძე არ დალიოს, რადგან ეს ხშირად შეკრულობის მიზეზი ხდება.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5