ბევრი მშობლის მიზანია, მათმა შვილებმა მეტი ხილი და ბოსტნეული ჭამონ. გასაკვირი არ არის, რომ ბავშვების უმრავლესობა ბოსტნეულს ხილს ამჯობინებს. და მაინც, რატომ არის ხილი სასარგებლო ან რა რაოდენობით უნდა ჭამონ ბავშვებმა ყოველდღიურად?
რატომ არის ხილი სასარგებლო?
ხილი სასარგებლოა, რადგან ის:
- ნაკლებცხიმიანია;
- დაბალკალორიულია;
- მცირე რაოდენობით შეიცავს მარილს;
- ჯანსაღი საკვებია ქოლესტერინის გარეშე;
- კალიუმის, უჯრედისის, ვიტამინი C-სა და ფოლატების კარგი წყაროა.
რა რაოდენობის ხილი უნდა მიირთვან ბავშვებმა ყოველდღიურად?
აშშ-ის აგრიკულტურის დეპარტამენტის რეკომენდაციით, ბავშვებმა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით ყოველდღიურად უნდა მიიღონ ხილი, დაახლოებით ქვემოთ ჩამოთვლილი რაოდენობით:
- 2-3 წლის ასაკში 1 ფინჯანი ხილი;
- 4-8 წლის ასაკში 1 – 1.5 ფინჯანი ხილი;
- 9-13 წლის გოგონები – 1.5 ფინჯანი ხილი;
- 14-18 წლის გოგონები – 1.5 ფინჯანი ხილი
- 9-13 წლის ბიჭები – 1.5 ფინჯანი ხილი
- 14-18 წლის ბიჭები – 2 ფინჯანი ხილი
როდესაც ვსაუბრობთ ხილის ულუფის ზომებზე და დღიურ რეკომენდაციებზე, გახსოვდეთ, რომ 1 ფინჯანი ხილი გულისხმობს დაჭრილი ან გახეხილი ხილის ერთ ფინჯანს ან ქვემოთ ჩამოთვლილ რაოდენობას:
- 1 პატარა ვაშლი ან დიდი ვაშლის ნახევარი;
- 1 ფინჯანი ვაშლის პიურე
- 1 დიდი ბანანი
- ყურძნის დაახლოებით 32 მარცვალი
- 1 საშუალო გრეიპფრუტი
- 1 დიდი ფორთოხალი
- 1 დიდი ატამი
- 1 საშუალო მსხალი
- 3 საშუალო ქლიავი
- დაახლოებით 8 დიდი მარწყვი
- საზამთროს 2.5 სმ-ის სისქის ნაჭერი
- ნახევარი ფინჯანი ქიშმიში
მიუხედავად იმისა, რომ 1 ფინჯანი 100% ხილის წვენი, ვაშლის წვენისა და ფორთოხლის წვენის ჩათვლით, შეიძლება ჩაითვალოს როგორც 1 ფინჯანი ხილი, ბევრად უკეთესია წვენის ნაცვლად მიირთვათ მთელი ხილი, რადგან ის მეტ უჯრედისს შეიცავს.
როგორ წავახალისოთ ბავშვი, მიირთვას მეტი ხილი?
- მიეცით ხილის სიყვარულის მაგალითი;
- გამოსაჩენ ადგილას დადეთ ხილი;
- შესთავაზეთ მრავალფეროვანი არჩევანი;
- დაუმატეთ ხილი ბავშვის ფაფას;
- მოამზადეთ ბავშვთან ერთად ხილის სმუზი.
წყარო: www.verywellfamily.com