Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გსურთ გაზარდოთ ბავშვი, რომელსაც უყვარს მუსიკა და აფასებს მას? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში:

უმღერეთ სიმღერები და იმღერეთ შვილთან  ერთად. ნუ იღელვებთ, თუ ვერ შეასრულებთ არიებს, მარტივი საბავშვო სიმღერებიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ასევე, პატარები არ არიან მკაცრი კრიტიკოსები და ნუ შეგრცხვებათ, თუ ხმა ან სმენა არ გაქვთ. ნუ გაამახვილებთ ამაზე მათ ყურადღებას. მთავარია, რომ მათთან ურთიერთობდეთ მუსიკალურად, რადგან ეს აჩვენებს მათ, რომ თქვენ აფასებთ მუსიკას. ასევე, დადებითი მოგონებების შეგროვებაში ეხმარებით, რადგან მათ უყვართ თქვენთან სიმღერა, როგორი ხმაც არ უნდა გქონდეთ.

მოუსმინეთ მუსიკას. შეგიძლიათ მუსიკა გახადოთ თქვენი ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ამით დაეხმაროთ მას მუსიკისადმი ინტერესის განვითარებაში.

მოასმენინეთ მრავალფეროვანი მუსიკა. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიმზიდველია ყველა ჟანრის მუსიკა: ჯაზი, კლასიკა, პოპი, აფრიკული, ლათინო და ა.შ. სხვადასხვა შემსრულებლის, კომპოზიტორისა და სტილის შეთავაზებით თქვენ ქმნით მუსიკალურ გარემოს. ასევე, რაც უფრო ადრე გააცნობთ ბავშვს სხვადასხვა სტილის მუსიკას, მით უკეთესი. დაახლოებით 8-9 წლის ასაკში კი ისინი, ალბათ, აირჩევენ საყვარელ მუსიკალურ სტილს.

ითამაშეთ „დაასრულე სიმღერა“. დაიწყეთ „ჩიტო, ჩიტო, ნაცარა, ვის უგალობ…“ და ანიშნეთ ბავშვს, დაამთავროს ტექსტი.

იკითხეთ მუსიკალური ან მუსიკის შესახებ წიგნები. ეს კიდევ ერთი მარტივი გზაა, რომ გააცნოთ თქვენს შვილს ინსტრუმენტები, სიმღერები და მელოდიები.

იცეკვეთ მუსიკის თანხლებით. ბავშვებს უყვართ ცეკვა, ამიტომ გაითვალისწინეთ შესაბამისი რიტმული მელოდიები და იცეკვეთ. ეს გამოგადგებათ ჩვილობაშიც. ჩაისვით სლინგში ან კენგურუში და იმოძრავეთ რიტმულად.

მოაწყვეთ პერფორმანსი. დაუკარით კოვზებით ჯამებსა და ტაფებზე. ვინ იცის, იქნებ მომავალ დრამერთან ერთად  დაკვრის შესაძლებლობა გაქვთ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5