საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს ბინაზე მყოფი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებული პირებისთვის.
დღევანდელი მონაცემებით, კონტაქტად ითვლებით, თუ დაავადებულთან გქონდათ ურთიერთობა:
- ნიღბის გარეშე
- 15 წუთი და მეტი
- 1 მეტრ და ნაკლებ მანძილზე.
– დარჩით თვითიზოლაციაში კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში.
– ამ პერიოდში არ მიიღოთ სტუმრები, არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე, არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
– თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეებში მათთან შეხვედრა, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია.
– გაიზომეთ ტემპერატურა დღეში ორჯერ.
– COVID-19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს.
– ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.
– დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველის ან ცემინებისას სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე გადააგდეთ.
– საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები.
– სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი ან/და ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა პჯრ ტესტირებას.
– არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები – ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და გარემომყოფთა ჯანმრთელობას.