Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ვიტამინი A

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია კარგი მხედველობისთვის, განსაკუთრებით ფერების გარჩევისა და ღამის მხედველობისთვის. ის ასევე აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას და ეხმარება  ორგანიზმს მიკრობებთან და ინფექციებთან  ბრძოლაში.

სად იპოვით მას? შეავსეთ საბავშვო თეფშები სტაფილოთი და სხვა ფორთოხლისფერი ბოსტნეულითა და ხილით (მაგალითად, ტკბილი კარტოფილი). არ დაგავიწყდეთ მწვანე ფოთლოვანი მცენარეები და A ვიტამინით გამდიდრებული რძეც.

B ჯგუფის ვიტამინები

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ეს საკვები ნივთიერებები (თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი, ფოლატი, პანტოთენიური მჟავა, B6, B12 და ბიოტინი) – ეხმარება ბავშვების სხეულებს ენერგიის მიღებასა და გამოყენებაში.  B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის დროს შეიძლება განვითარდეს ანემია.

სად იპოვით მას? B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს დაუცეხვავი მარცვლეული, თევზი, ქათამი, ხორცი, მწვანე  ფოთლოვანი ბოსტნეული და რძე.

ვიტამინი C

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ეს ვიტამინი ეხმარება მათ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ხელს უწყობს ნაკაწრებისა და ჭრილობების განკურნებას.

სად იპოვით მას? ფორთოხალი, ფორთოხლის წვენი, მარწყვი, პომიდორი და წითელი ბულგარული C ვიტამინის წყაროა.

ვიტამინი D

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის, ბავშვებს ეს საკვები დანამატი ყოველდღე სჭირდებათ. ის მათ კალციუმის ათვისებაში ეხმარება.

სად იპოვით მას?  კანი წარმოქმნის ამ ვიტამინს, როდესაც მზე ხვდება მას. თუმცა, იმის გამო, რომ ულტრაიისფერი სხივები კანისთვის მავნებელია, ბავშვები უნდა დაიცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან. D ვიტამინის სხვა წყაროა  D ვიტამინით გამდიდრებული რძე, ბურღულეული, თინუსი, ორაგული და კვერცხი.

კალციუმი

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ეს მინერალი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის.

სად იპოვით მას?   რძე და იოგურტი კალციუმის საუკეთესო წყაროა.

რკინა

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? სისხლის წითელი უჯრედები იყენებენ მას ჟანგბადის ორგანიზმში გადასაადგილებლად.

სად იპოვით მას?   რკინის იოლად ასათვისებლად უცხიმო ხორცი, ლობიო, მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული და რკინით გამდიდრებული ბურღულეული  მიირთვით ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენთან ერთად.

მაგნიუმი

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ეს საკვები ნივთიერება ორგანიზმის უჯრედების ერთ-ერთი საშენი მასალაა და მნიშვნელოვანია ენერგიის გამომუშავებისთვის. ასევე სასარგებლოა გულისთვის.

სად იპოვით მას?    ქატოს ბურღულეული, ყავისფერი ბრინჯი, ტოფუ, ლობიო, ნუში და სხვა თხილეული მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა.

კალიუმი

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? ეს სხეულის თითქმის ყველა უჯრედსა და ორგანოს სჭირდება, რომ სწორად იმუშაოს. ასევე მნიშვნელოვანია არტერიული წნევის, გულისა და კუნთებისთვის.

სად იპოვით მას?   ბანანი, ტკბილი კარტოფილი, თეთრი  ლობიო, უცხიმო რძე და უცხიმო იოგურტი.

თუთია

რატომ სჭირდება ის ბავშვებს? თუთია ეხმარება ბავშვის იმუნურ სისტემას ვირუსებთან და სხვა მიკრობებთან ბრძოლაში.

სად იპოვით მას?  ქათამი, პარკოსნები და გამდიდრებული ბურღულეული.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5