საკვერცხეების კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო ონკოლოგიურად დაავადებულ ქალთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზეა.
საკვერცხის კიბოს ადრეულ სტადიაში შესაძლოა მისი სიმპტომები ჰგავდეს სხვა მდგომარეობებს, მაგალითად შეკრულობას. ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში, ის ცნობილი იყო, როგორც “ჩუმი” დაავადება.
საკვერცხის კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
- შებერილობა;
- ტკივილი მენჯის არესა და მუცლის ქვედა ნაწილში;
- კვების გართულებები. კვების დროს სწრაფად დანაყრების შეგრძნება;
- შარდვის ხშირი სურვილი.
საკვერცხის კიბოს სხვა ნიშნები:
- ადვილად და ხშირად დაღლა;
- ტკივილი სექსის დროს;
- ზურგის ტკივილი;
- კუჭის გაღიზიანება ან გულძმარვა;
- შეკრულობა;
- მუცლის ზომაში ზრდა;
- უმიზეზო ცვლილებები წონაში;
- უჩვეულო გამონადენი საშოდან ან სისხლდენა, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ;
გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები შეიძლება იყოს საკვერცხის კიბოს ნიშნები, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მათ სხვა რამე იწვევდეს.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს, თუ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები
- სიახლეა თქვენთვის;
- გაწუხებთ 12-ჯერ მაინც თვის განმავლობაში;
- არ გადის დიეტის, ვარჯიშების და მეთოდების შემდეგ.
შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ საკვერცხის ან ძუძუს კიბოს ისტორია ოჯახში.
წყარო: www.webmd.com