Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როდესაც ბავშვები იზრდებიან,  იწყებენ რთული კითხვების დასმას. ბევრ მშობელს კითხვაზე „საიდან ჩნდებიან ბავშვები?“ უფრო მეტად აშინებს იმ მომენტის დადგომა, როცა უნდა უპასუხოს კითხვას:  “სანტა ნამდვილია?“. გთავაზობთ რამდენიმე გზას ამ გამოწვევის გადასაჭრელად.

თვალი გაუსწორეთ მათ ასაკს

თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ იმის მიღება, რომ თქვენი შვილები  იზრდებიან და ბავშვობის ტრადიციებზე უარს ამბობენ ან ივიწყებენ. მრავალი მშობლისთვის  მტკივნეულია ფიქრი, რომ მათი ბავშვი უკვე გაიზარდა  სანტასა და მასთან დაკავშირებული მხიარული რიტუალებისთვის.

6-7 წელი

მიუხედავად იმისა, რომ სანტას შესახებ კითხვები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს, ეს ხშირად სკოლის ასაკში ხდება, სხვა ბავშვებთან საუბრის გამო. თქვენს 6 ან 7 წლის ბავშვს შეიძლება რამე გაუგია კლასელებისგან და სურს დარწმუნდეს, რომ სანტა ნამდვილად გამოჩნდება ახალ წელს.

სანამ დაუყოვნებლივ გაუმყარებთ სანტას არსებობის იდეას, შეეცადეთ დაადგინოთ, არის თუ არა თქვენი ბავშვი მზად მის გასაშვებად. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობა სანტას შესახებ სიმართლეს  7 წლის ასაკში აღმოაჩენს და სიამაყესაც კი გრძნობს  ამ აღმოჩენის გამო. ასე რომ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად პასუხობთ თქვენი შვილის შეკითხვებს და არ ცდილობთ ტრადიციის შენარჩუნებას საკუთარი სარგებლის მისაღებად.

8-9 წელი

ამ ასაკის ბავშვებს შეიძლება აინტერესებდეთ, ნორმალურია თუ არა თავის მოკატუნება, რომ სანტა არსებობს, რათა მიიღონ საჩუქრები. ზოგი ბავშვი ამ ასაკში მზად არის სიმართლისთვის, ზოგიერთი არა. ამიტომ,  დაინტერესდით რატომ გეკითხებათ ამას,  სანამ პასუხს გასცემთ.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის მიხედვით, ბავშვებს მაშინაც კი მოსწონთ სანტას იდეა, როცა აღამოაჩენენ, რომ ის არ არის ნამდვილი. ასე რომ, სანტას შესახებ აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ თქვენი საახალწლო ტრადიციები დასრულდა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ისინი შეიცვლება.

10-11 წელი

ამ ასაკში ბავშვებს ნაკლებად სჯერათ სანტასი. ამიტომ, როცა გკითხავენ, ის არსებობს თუ არა, მათ შეიძლება უკვე იციან ამაზე პასუხი, უბრალოდ თქვენს დასტურს ელიან.  მათ შეუძლიათ განიხილონ სანტა, როგორც სასიამოვნო კონცეფცია, რომელიც ეხმარება მათ ისიამოვნონ ახალი წლით  და როგორც არსება, რომელიც არ არის ნამდვილი.

იყავით გულწრფელი

ეს  კითხვა – „სანტა არსებობს?” – შეიძლება გამოწვევა იყოს ნებისმიერი მშობლისთვის. თუ თქვენი ბავშვი მზად არის, თქვენი საუკეთესო პასუხი შეიძლება იყოს: „დიახ, ის არსებობს. მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ. აი რას ვგულისხმობ…“

თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ შვილებს, რომ სანტას ლეგენდა უბრალოდ თავს კარგად გვაგრძნობინებს და ახალი წლის დღეებს გვილამაზებს.

შეცვალეთ საახალწლო ტრადიციები

შეიძლება უფროსმა ბავშვებმა წერილები აღარ დაუწერონ სანტას, მაგრამ იზრუნონ უმცროსი და-ძმების საჩუქრებისთვის. ან ერთად გამოაცხოთ გემრიელობები და გაუგზავნოთ ახლობლებსა თუ მეზობლებს. სანტას იდეაც ხომ, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის, ყურადღებისა და სიხარულის გაცემაა.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5