თქვენს მუცელში მყოფ პატარას იცავს ამნიონური სითხე და საშვილოსნოს ძლიერი კუნთები. სექსი არ მოახდენს გავლენას ნაყოფზე, თუ არ გაქვთ რთული ორსულობა, მაგალითად ნაადრევი მშობიარობის რისკი ან პლაცენტის პრობლემები. თუმცა, ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სექსუალური სურვილებისა და კომფორტის დონის ცვლილებები.
ორსულობის დროს სექსმა შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი?
ორსულობის დროს სექსი ვერ გამოიწვევს მუცლის მოშლას. სპონტანური აბორტების უმეტესობა ხდება იმის გამო, რომ ნაყოფი არ ვითარდება ნორმალურად.
რომელ პოზაშია სექსი უსაფრთხო ორსულობის დროს?
ადრეულ ეტაპზე სექსის ბევრი პოზა უსაფრთხოა ორსულობის დროს, ასევე ორალური სექსი. მუცლის ზრდასთან ერთად სცადეთ გამოიჩინეთ შემოქმედებითობა და სცადეთ სხვადასხვა პოზიციები, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.
აუცილებელია პრეზერვატივი?
ორსულობის დროს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის არსებობამ შეიძლება თქვენი და ნაყოფის ჯანმრთელობას ავნოს, ამიტომ გამოიყენეთ პრეზერვატივი, თუ ზუსტად არ იცით, აქვს თუ არა პარტნიორს რაიმე ინფექცია.
როდის არ შეიძლება სექსი ორსულობის დროს?
მკერდის სტიმულაციამ, ქალის ორგაზმმა და სპერმაში ჰორმონების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებსაც პროსტაგლანდინებს უწოდებენ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა.
თქვენმა გინეკოლოგმა შეიძლება გირჩიოთ თავი აარიდოთ სქესს, თუ:
- თქვენ გაქვთ აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა;
- თქვენ ღვრით ამნიონურ წყლებს;
- თქვენი საშვილოსნოს ყელი ნაადრევად იხსნება;
- პლაცენტა ნაწილობრივ ან სრულად ფარავს დედის საშვილოსნოს ყელის შესავალს (პლაცენტის წინამდებარეობა);
- თქვენ გაქვთ ნაადრევი მშობიარობის რისკი ან ნაადრევი მშობიარობის ისტორია.
ნორმალურია, თუ სექსი არ მინდა?
დიახ. ინტიმური ურთიერთობა მხოლოდ სექსს არ ნიშნავს. გაუზიარეთ თქვენი საჭიროებები და პრობლემები თქვენს პარტნიორს ღიად და სიყვარულით. თუ სექსი რთულია თქვენთვის, არ გაქვთ სურვილი ან სამედიცინო მიზეზით არ შეიძლება, შეეცადეთ აინაზღაუროთ ჩახუტებით, კოცნით ან მასაჟით.
წყარო: www.mayoclinic.org