Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დაღლილობის შეგრძნება ორსულობის ერთ-ერთი ადრეული ნიშანია. მე-3 ტრიმესტრში კი მას ორსულების დაახლოებით 60% განიცდის.

პირველ ტრიმესტრში დაღლილობის მიზეზი  შეიძლება იყოს ორსულობის ჰორმონები, პლაცენტის ჩამოყალიბება, გაზრდილი სისხლის ნაკადი და სხვა ფიზიკური ცვლილებები, მაგალითად, დაჩქარებული მეტაბოლიზმი, დაქვეითებული შაქრის დონე და არტერიული წნევა.

პირველი ტრიმესტრის ბოლოს თქვენი სხეული დაასრულებს პლაცენტის ჩამოყალიბების ურთულეს ამოცანას და ოდნავ შეეჩვევა  ჰორმონალურ და ემოციურ ცვლილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტრიმესტრში ენერგიის განახლება შეიძლება იგრძნოთ.

მესამე ტრიმესტრში დაღლილობის მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი მზარდი მუცელი, გულძმარვა, ზურგის ტკივილი, უძილობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ბავშვის მოლოდინთან დაკავშირებული ემოციები.

ქალების  უმრავლესობისთვის დაღლილობა ორსულობის პერიოდში  ნორმალურია და ზიანს არ აყენებს არც ორსულს და არც ნაყოფს. თუმცა, თუ ეს მდგომარეობა მოქმედებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე, შეატყობინეთ ექიმს, რათა მან დაგინიშნოთ კვლევები შემდეგი დაავადებების გამოსარიცხად:

როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას ორსულობის დროს?

ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ.

დარწმუნდით, რომ დაბალანსებულად იკვებებით და იღებთ ამ პერიოდში თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და საკვებ ნივთიერებებს.

ითხოვეთ დახმარება, თუ ხვდებით, რომ ის გჭირდებათ.

თუ უკვე გყავთ ბავშვები, აუხსენით, რომ დასვენება გჭირდებათ, რადგან მუცელში ბავშვის გაზრდა რთული სამუშაოა. ეთამაშეთ მათ მშვიდი თამაშები, მაგალითად იყავით პაციენტი „ექიმობანას“ თამაშის დროს, წაუკითხეთ, ერთად დახატეთ და ააწყვეთ ფაზლები.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5