დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ჩინურ ვაქცინა “სინოფარმს” ავტორიზაცია მიანიჭა გადაუდებელი გამოყენებისთვის.
“სინოფარმით” უკვე აიცრა ასობით მილიონი ადამიანი ჩინეთსა და მის საზღვრებს გარეთ. საქართველოში ამ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.
“სინოფარმი” გახდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომელიც არადასავლურ ქვეყანაში შეიქმნა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მიიღო.
წყარო: news.trust.org
გაეცანით ჩვენს სტატიებს “სინოფარმის” ვაქცინასთან დაკავშირებით: