Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სწორ ზედაპირზე მუცელზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის. მაგრამ ზოგიერთ ბავშვს არ უყვარს მუცელზე წოლა და მთელი ძალით აპროტესტებს ხალიჩაზე კოტრიალს. მშობლებს ამ დროს უფრო მეტი შემოქმედობითობის გამოვლენა მოგიწევთ, რათა ეს პროცესი სახალისო გახდეს თქვენი პატარასთვის (და თქვენთვისაც). გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ მეტი დრო გაატარებინოთ თქვენს ჩვილს მუცელზე:

1. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს. მუცელზე თამაშის დროს  გახადეთ ფუშფუშა კაბები, ფეხსაცმელი და მოუხერხებელი ტანსაცმელი. უმჯობესია, თუ მხოლოდ საფენით იქნება, ეს მას გაუადვილებს მოძრაობას.

 2. შეუერთდით. იატაკზე დაეშვით. როცა ის ხედავს, როგორ წევხართ მასთან ერთად, ელაპარაკებით, უმღერით და უცინით, მის ყურადღებას იპყრობთ თქვენ და არა ის ფაქტი, რომ მუცელზე წევს.

3. გამოავლინეთ შემოქმედებითობა. სცადეთ მუცლის დრო სავარჯიშო ბურთზე.  თუ კარგი ამინდია, აიღეთ  პლედი და გაიყვანეთ  გარეთ დეკორაციის სასიკეთოდ შეცვლისთვის. ღია ცის ქვეშ  იმდენი რამ არის სანახავი და მოსასმენი, თქვენი პატარა ვერც კი შეამჩნევს, რომ მუცელზე წევს.

4. გამოიყენეთ სარკე. დაუდეთ წინ უსაფრთო სარკე. ჩვილები ხალისობენ საკუთარი სახის დანახვით და შესაძლოა პირველი სიცილიც მოისმინოთ თქვენი პატარასგან, თუ სარკეში მხიარულ სახეებს მიიღებთ.

5. აქციეთ მუცელზე თამაშის დრო თქვენს ყოველდღიურ საქმიანობად. მაგალითად, საფენის გამოცვლის შემდეგ დააწვინეთ მუცელზე.  

6. განათავსეთ სათამაშოები ბავშვისთვის მისაწვდომ ადგილას, ან ზოგჯერ ოდნავ მიუწვდომელ ადგილას. ეს გააუმჯობესებს თქვენი პატარას ყურადღების კონცენტრაციის და მოძრაობის უნარებს, რაც დაეხმარება მას გადაბრუნებისა და ხოხვის სწავლაში.

წყარო: www.babycenter.com

P. S. შეგახსენებთ, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის თავიდან ასარიდებლად ჩვილს აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე. მუცელზე წოლაში კი შეგიძლიათ ავარჯიშოთ, როცა ფხიზლად იქნება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5