Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დიახ. თვალღია ძილი უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ნორმალურია.

თვალღია ძილი, რომელსაც სამედიცინო ენაზე ღამის ლაგოფთალმი ეწოდება – ჩვილებში საკმაოდ ხშირია, უვნებელია და არ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს შვილს აქვს ძილის პრობლემა.

ზუსტად არავინ იცის, რატომ სძინავს ზოგიერთ ჩვილს ღია თვალებით. დოქტორი ტარა ლევი ამბობს, რომ “არავინ აფინანსებს ამ კვლევას”. მაგრამ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ ჩვილები თვალების სწრაფი მოძრაობის (REM ძილის) ფაზაში მეტ დროს ატარებენ.

“REM ძილი ძილის უფრო აქტიური ციკლია”, – განმარტავს ლევი. ”ჩვილები REM ძილში გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მოზრდილები”.

თუ თქვენი ბავშვის “ზომბი ძილი” გაწუხებთ, ფრთხილად დაუხუჭეთ თვალები.

სხვათა შორის, არსებობს რამდენიმე მტკიცებულება იმისა, რომ ღამის ლაგოფთალმი მემკვიდრეობითია. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს შუშისებრი მზერით სძინავს, ჰკითხეთ თქვენს პარტნიორს, ხომ არ გძინავთ ღია თვალებით.

მიმართეთ პედიატრს, თუ თქვენს შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში სძინავს თვალღიას ან თვალები მშრალი ან გაღიზიანებული აქვს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ქუთუთოების არასწორმა განვითარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ ბოლომდე დახურვას.

(შენიშვნა: იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება მოზრდილებში ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი იყოს – სახის ნერვების დაზიანება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, გარკვეული სახის სიმსივნეები.)

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5