თუ თქვენ სვამთ ვიტამინებსა და მინერალურ დანამატებს, შესაძლებელია გაწუხებდეთ კითხვა: “დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო ვიტამინების მისაღებად?”.
პასუხი გარკვეულწილად დამოკიდებულია ვიტამინის ან მინერალის ტიპზე, რომელსაც იღებთ – და ასევე, რეცეპტზე.
მულტივიტამინები და წყალში ხსნადი ვიტამინები, როგორიცაა B ჯგუფი, შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა თუ პირველად დილით მიიღებთ, ეს ხელს შეუწყობს მათი რეგულარული მიღების ჩვევის ჩამოყალიბებას.
ცხიმში ხსნადი ვიტამინები, როგორიცაა A და E, საკვებთან ერთად მიიღეთ, მაგალითად, სადილის დროს, რათა დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს ვიტამინის ათვისებაში და თავიდან აიცილოთ კუჭის გაღიზიანება.
თუ თქვენ იყენებთ სტატინებს, ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალებებს ან ანტიბიოტიკებს, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, გჭირდებათ თუ არა პრეპარატებს შორის შუალედის გაკეთება, რათა თავიდან აიცილოთ ურთიერთქმედება.
თუ იღებთ, როგორც მულტივიტამინურ, ასევე ინდივიდუალურ დანამატებს, მაგალითად კალციუმს, მიიღეთ რამდენიმე საათის დაშორებით, რათა ორგანიზმმა სრულად აითვისოს ისინი.
გაესაუბრეთ ექიმს, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ვიტამინის ან მინერალური დანამატების მიღება. მოზრდილთა უმეტესობას არ ჭირდება ასეთი დანამატების მიღება, თუ მათ არ აქვთ დეფიციტი, მაგალითად კალციუმის. ასეთ შემთხვევებში, თქვენ ჯერ უნდა შეეცადოთ აივსოთ დანაკლისი საკვები წყაროებიდან. მაგრამ თუ ეს რთულია, მაგალითად D ვიტამინის შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ დანამატი.
თუ თქვენ და თქვენი ექიმი თვლით, რომ გჭირდებათ დანამატები, იმის ცოდნა, თუ დღის რომელ საათზე მიიღოთ თქვენი ვიტამინები და მინერალები, დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაზარდოთ მათი ეფექტიანობა და თავიდან აიცილოთ საშიში ურთიერთქმედება დანიშნულ მედიკამენტებს შორის.
წყარო: blogs.webmd.com