თუ ეძებთ დროს ვარჯიშისთვის თქვენს გადატვირთულ ცხოვრებაში ჩასართავად, სცადეთ 10-10-10. დაივიწყეთ სავარჯიშო ტანსაცმლის შეცვლა, დარბაზი და შემდეგ საშხაპე. ამის ნაცვლად, იპოვნეთ მხოლოდ 10 წუთი დღეში სამჯერ, როდესაც შეძლებთ ვარჯიშს და ეს საკმარისია იმისათვის, რომ თქვენს ჯანმრთელობას სარგებელი მოუტანოს.
თუ გსურთ წონაში დაკლება, ალბათ დაგჭირდებათ ვარჯიშის ინტენსივობის და / ან ხანგრძლივობის გაზრდა და ასევე კვების ჩვევების შეცვლა.
მას შემდეგ, რაც თქვენი 10-10-10 გეგმა შეუფერხებლად იმუშავებს, შეგიძლიათ სცადოთ დაამატოთ 5 ან 10 წუთი ერთ ან მეტ სავარჯიშო სესიას.
10-წუთიანი ვარჯიში დილით სახლში
შეასრულეთ თქვენი პირველი 10 – წუთიანი ვარჯიში ადგომისთანავე. თუ თქვენს დანარჩენ ოჯახს სძინავს, მშვენიერია. თუ ბავშვები, პარტნიორი ან შინაური ცხოველები ფხიზლობენ, მათ შეუძლიათ 10 წუთის განმავლობაში დაგელოდონ, თავად სცადონ საკუთარი სათვალის მოძებნა ან საუზმის მომზადება. თუ პარტნიორიც მუშაობს, შეგიძლიათ მორიგეობით იზრუნოთ ბავშვებზე და მისცეთ ერთმანეთს ფიზიკური აქტივობის დრო. და რა თქმა უნდა, ბავშვებს და ძაღლებს შეუძლიათ თქვენი მინი ვარჯიშის სესიაც კი შეუერთდნენ.
10 წუთიანი ვარჯიში შუადღეს
თუ დღის განმავლობაში სახლში ხართ, დაგეგმეთ კიდევ 10-წუთიანი ვარჯიში, სანამ თქვენს შვილებს სძინავთ ან წყნარი საათი აქვთ. თუ სახლს გარეთ მუშაობთ, ლანჩის დროს მოპარეთ 10 წუთი სწრაფი სიარულის ან სხვა აქტივობისთვის.
10 წუთიანი ვარჯიში საღამოს სახლში
თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ, სანამ სავახშმო კერძი ღუმელშია, ვახშმის ან თუნდაც ბავშვების დაძინების შემდეგ.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, რასაც მშობლობა და სხვა მოვალეობები გულისხმობს, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ მხოლოდ 10 წუთი გჭირდებათ და თან ბევრი ამოცანის ერთად შესრულების უნარიც გაქვთ.
“დედამ იცის” შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ იდეებს, რომელი ვარჯიშები შეგიძლიათ გააკეთოთ 10 წუთში, რათა ის სასარგებლო იყოს თქვენი ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობილებისთვის.
წყარო: www.verywellfamily.com