Skip to content Skip to sidebar Skip to footer

1. გამოაცხვეთ საახალწლო ტკბილეული

ერთად მზარეულობა ბავშვებს თქვენთან ყოფნის საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს ასწავლის და შედეგად მთელი ოჯახი გემრიელობებსაც  მიიღებთ.

2. მოამზადეთ ჯანჯაფილის სახლები

არაფერი უხდება ახალ წელს ისე, როგორც ჯანჯაფილისა და დარიჩინის სურნელი. ეს ბავშვებისთვის სასარგებლო და სახალისო ტრადიციად შეიძლება იქცეს.

3. იმღერეთ საახალწლო სიმღერები

მოუსმინეთ საახალწლო და საშობაო სიმღერებს და ერთადად იმღერეთ. შეგიძლიათ ჩაწერთ ვიდეოებიც და გაუგზავნოთ ახლობლებს მისალოცად.

4. ააწყვეთ ბატი-ბუტის ასხმულა ნაძვის ხისთვის

ეს სახალისო საქმიანობასთან ერთად ნაძვის ხეს გაალამაზებს და ბავშვების (უფროსებისაც) წვრილ მოტორიკასაც წაადგება.

5. შექმენით საახალწლო ბარათები

დახატეთ, გააფერადეთ, გამოჭერით, დააწებეთ სტიკერები ქაღალდებზე და გაულამაზეთ ერთმანეთს და ახლობლებს დღესასწაული.

6. გამოჭერით ფიფქები

ისინი დაამშვენებენ თქვენს სახლს და ფანჯრებს, პატარებს კი ასწავლის მაკრატლით მუშაობას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5