Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას  “დედამიცის” ესაუბრება თინათინ ფანცულაიას ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის “იდილიას” ფსიქოკონსულტანტი, მეტყველების თერაპევტი სოფიო ყველაშვილი.

რა არის ემოციური ჰიგიენა და როგორ უნდა ვიზრუნოთ მასზე?

ემოციური ჰიგიენა არის ზრუნვა ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია, როგორც  ვიცავთ ფიზიკურ ჰიგიენას ყოველდღიურად, ვასრულებთ დღის რუტინას, ასეთივე ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ემოციურ ტკივილს, ჩვენს ემოციურ ხმას.

  • ემოციური ჰიგიენა ყოველთვის არ გულისხმობს თერაპევტთან საუბარს, ეს შეიძლება მოიცავდეს მედიტაციას, ვარჯიშს, უბრალოდ საკუთარი თავისთვის დროის დათმობას.
  • მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად მენტალური ჯანმრთელობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სტრესს და იყოს პროდუქტიული. 
  • ფსიქოლოგიური ტკივილი ძალიან ჰგავს ფიზიკურ ტკივილს: როდესაც განიცდით წარუმატებლობას, გაქვთ ცუდი განწყობა, უგუნებობა და ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება, ნუ უგულებელყოფთ მას.
  • იმოქმედეთ, როდესაც თავს იგრძნობთ მარტოდ. თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ქრონიკული მარტოობა დამღუპველია. როდესაც თავს მარტოსულად იგრძნობთ, შესაძლოა დაგეხმაროთ კომუნიკაცია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ეს დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ გაუცხოებას,  ემოციურ იზოლაციას.
  • საკუთარი თვითშეფასების დაცვა – თვითშეფასება ჰგავს ემოციურ იმუნურ სისტემას, მას შეუძლია დაგიცვათ სტრესისგან და შფოთვისგან. კარგი ემოციური ჰიგიენა გულისხმობს თვითშეფასების მონიტორინგს, საკუთარი თავის მხარდაჭერას და გამხნევებას საჭიროების დროს, საკუთარ თავთან ნეგატიური საუბრის თავიდან არიდებას.
  • იყავით ინფორმირებული – თქვენ იცით როგორ უმკურნალოთ გაციებას, ასევე საკუთარ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კარგი ემოციური ჰიგიენა აღგიმაღლებთ ცხოვრების ხარისხს.
  • მოდუნდით, ჩაისუნთქეთ ღრმად, თუ გაქვთ საშუალება, მიმართეთ მედიტაციას.

ნებისმიერ მოვლენაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას;

  • ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას;
  • გახსოვდეთ, შეიძლება დღეს სიტუაცია არც თუ ისე კარგია, ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს;
  • ეცადეთ მოვლენას შეხედოთ როგორც გამოცდილებას.
  • საკუთარი თავის ნაკლები კრიტიკა – ეს არ გულისხმობს საკუთარი თავის მოტყუებას ან იმის თქმას, რომ ხართ შეუდარებლები და სიძნელეებს არასდროს წააწყდებით. 
  • მნიშვნელოვანია სიტუაციის შეფასება – იმის დანახვა რა გავაკეთეთ არასწორად, საკუთარი შეცდომის აღიარება, გადაწყვეტილების მიღება და გზის გაგრძელება. საკუთარი თავის დაკნინებით უკეთესები არ გავხდებით.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5