ზამთარში ატოპიური დერმატიტის გამწვავების შესამცირებლად დერმატოლოგები გირჩევენ მცირე ცვლილებების შეტანას თქვენი ბავშვის კანის მოვლაში. მშრალმა ჰაერმა, ცივმა ტემპერატურამ და შენობის გათბობამ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი ბავშვის კანი და გამოიწვიოს დერმატიტის გამწვავება. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს თავი კომფორტულად იგრძნოს გრილი ამინდების დაწყებისთანავე შემდეგი მოქმედებებით:
- განაგრძეთ მშრალი კანის მოვლა პედიატრის რეკომენდაციის მიხედვით;
- დაბანეთ თქვენი შვილი თბილი და არა ცხელი წყლით;
- თუ ბავშვს სჭირდება წამალი, განაგრძეთ მისი მიღება დანიშნულების მიხედვით;
- წაუსვით დამატენიანებელი დაბანიდან 3 წუთის განმავლობაში მთელ კანზე.
- დაუტენიანეთ ბავშვს კანი უფრო ხშირად, სქელი კრემის ან მალამოს გამოყენებით.
- წაუსვით დამატენიანებელი ყოველი აბაზანის, შხაპის და ხელის დაბანის შემდეგ. კანის იმ ნაწილზე, რომელზეც სამკურნალო მალამოს წაუსვამთ, დამატენიანებელი აღარ გამოიყენოთ.
- დაუტენიანეთ კანი ძილის წინ.
- თუ თქვენი ბავშვის კანი მაინც მშრალია, განიხილეთ მალამოების გამოყენება. ის მეტად ინარჩუნებს სითხეს კანში და ამცირებს კანის გაღიზიანების რისკს.
- ჩააცვით ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი (100% ბამბა), რადგან შალი ან ხელოვნური ქსოვილი (აკრილი, პოლიესთერი) აღიზიანებს კანს.
- მოერიდეთ ზედმეტ ტანსაცმელს, რადგან გადახურება უარყოფითად მოქმედებს დერმატიტზე.
- ეცადეთ, ოთახში თბილოდეს და არ ცხელოდეს, ბავშვი კი სითბოს წყაროდან მოშორებით იყოს.
- გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებელი, თუ ჰაერი მშრალია.
სეირნობის დროს:
- გარეთ ჩააცვით ამინდის შესაბამისად.
- გარეთ ბავშვს ეკეთოს ხელთათმანი, მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა თავიდან აიცილოთ ოფლიანი ხელები და შესაბამისად, კანის გაღიზიანების რისკი.
- ჩააცვით თქვენს შვილს ფენებად ისე, რომ გადახურების თავიდან ასარიდებლად შეგეძლოთ ქურთუკის ნაწილობრივ გახსნა ან ზედმეტი ტანსაცმლის გახდა.
- სველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გახადეთ, რაც შეიძლება სწრაფად.
წყარო: www.aad.org