Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის” – ს ესაუბრება ორთოპედი ქეთევან გოცირიძე.

გვესაუბრეთ, რა არის ზოგადი დისპლაზია და რა სიმპტომებით ხასიათდება?

ბოლო დროს ხშირად გვხდებიან ბავშვები, რომლებიც  უჩივიან ტერფების, მუხლების, წვივების ტკივილს. ადვილად იღლებიან ფეხით სიარულისას, უჭირთ სპორტული აქტივობები, აქვთ სახსრების ტკაცუნი მოძრაობისას და მარტივად უვითარდებათ ამოვარდნილობა. აღნიშნული ნიშნები ზოგად დისპლაზიას, ჰიპერმობილურობის სინდრომს ახასიათებს.

აგვიხსენით, რას ნიშნავს დისპლაზია?

დისპლაზია ნიშნავს ჩამოუყალიბებლობას, განუვითარებლობას, ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევას. ჰიპერმობილურობის სინდრომის დროს კუნთოვან-მყესოვანი აპარატის ზოგადი სისუსტე აღინიშნება.

რა მიზეზით ვითარდება აღნიშნული სინდრომი?

აღნიშნული სინდრომის განვითარების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა დიდ როლს თამაშობს:

  • გენეტიკური ფაქტორი
  • კოლაგენის და ელასტინის ნაკლებობა.
  • ცუდი ეკოლოგიური გარემო.
  • მძიმე ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა.
  • იონიზირებული გამოსხივების ზემოქმედება.

როგორ ისმევა დიაგნოზი?

დიაგნოზი ისმევა კლინიკური გამოკვლევით. გამოკვლევისას ვიყენებთ კარტერ ვილკინსონის ტესტს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ჰოპერმობილობის სინდრომმა?

ჰიპერმობილობის სინდრომი შეიძლება იყოს ისეთი გავრცელებული ორთოპედიული დაავადებების გამომწვევი მიზეზი,  როგორიც არის ბრტყელი ტერფი, სქოლიოზი, ტანდეგობის დარღვევა, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და ა. შ.

ამ სინდრომის მქონე ბავშვებზე როგორ მოქმედებს სპორტული აქტივობები?

ბავშვები ზოგადი დისპლაზიით დიდ წარმატებას აღწევენ ისეთ სპორტის და ცეკვის სახეობებში, სადაც მოქნილობა აუცილებელია, როგორიცაა: მხატვრული ტანვარჯიში, ბალეტი, სინქრონული  ცურვა. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული აქტივობები კავშირშია მუდმივ  გაწელვით ვარჯიშებთან, კიდევ უფრო წელავს ისედაც მოდუნებულ, სუსტ კუნთოვან და მყესოვან სისტემას, რასაც მივყავართ სახსრების დაზიანებამდე, დეფორმაციამდე და ადრეულ ასაკში დაწყებულ ართროზამდე.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5