Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართვა გაავრცელა. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ლექტორებს, მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს. მინისტრის თქმით, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გამო “საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.”

“პირველი არხი | განათლების” ეთერში დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც მიხეილ ჩხენკელმა დისტანციური სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად და სერიოზულ დამატებით რესურსად მოიხსენია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს – საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5