Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი ორსულობის შესანარჩუნებლად. თუმცა მისი დამსახურებით, ორსულებს შესაძლოა აწუხებდეთ 3 უსიამოვნო სიმპტომი: მუცლის შებერილობა, ბოყინი და გაზები.

პროგესტერონი ადუნებს გლუვ კუნთოვან ქსოვილებს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს ანელებს საჭმლის მონელების პროცესს და თქვენი მიღებული საჭმლიდან საკვებ ნივთიერებებს აძლევს მეტ დროს სისხლის ნაკადთან შესაერთებლად და თქვენს პატარამდე მისასვლელად. ეს კარგი ამბავია.

თუმცა, ცუდი ამბავია ის, რომ საჭმლის მონელების შენელებამ შეიძლება გამოწვიოს შებერილობა და სპაზმები მუცელში. ასევე, მზარდი საშვილოსნო აწვება სწორ ნაწლავს და აფერხებს კუნთების კონტროლს, რის გამოც შესაძლებელია გქონდეთ გაზები.

რამდენ ხანს გრძელდება შებერილობა ორსულობის დროს?

უპს… შესაძლოა ეს სიმპტომი გაძლიერდეს საშვილოსნოს ზრდასთან ერთად. თუმცა, სანუგეშოა ის, რომ ნაყოფს ეს არ აწუხებს.

როგორ გავუმკლავდეთ შებერილობას ორსულობის დროს?

შესაძლოა, ზოგჯერ მცირე შებერილობა იგრძნოთ, თუმცა შეკრულობის პრევენცია სასიკეთოდ იმოქმედებს გაზებზეც.

1. დალიეთ ბევრი წყალი

დატენიანება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობას, რაც თავიდან აგაცილებთ შეკრულობას, გაზებსა და შებერილობას.

2. მიიღეთ უჯრედისით მდიდარი საკვები

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, დაუცეხვავი მარცვლეული და ხილი დაგეხმარებათ შეკრულობასთან ბრძოლაში. თუმცა, თუ აქამდე არ იღებდით ბევრ უჯრედისს, მოულოდნელად დიდი რაოდენობით დამატებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაზები. ამიტომ, ნელ-ნელა დაამატეთ თქვენს მენიუში.

3. მიირთვით მცირე ულუფებით

ასე თქვენს პატარას საკვები ნივთიერებები ისე მიეწოდება, რომ თქვენი კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემა არ გადაიტვირთება.

4. ჭამეთ ნელა

სწრაფად კვების დროს ალბათ ბევრ ჰაერს ყლაპავთ, რაც იწვევს გაზების დაგროვებას. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, მაქსიმალურად შეეცადეთ ორსულობის პერიოდში იკვებოთ მშვიდი ტემპით. ასე  არა მხოლოდ მუცლის დისკომფორტს შეამცირებთ, არამედ დაისვენებთ კიდეც.

5. სცადეთ პრობიოტიკები

პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღება (მაგალითად, იოგურტი, კეფირი, მაწონი) ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების შენარჩუნება, რაც შეკრულობისა და გაზების პრევენციაა. რაც შეეხება დანამატებს, ჰკითხეთ ექიმს ამის შესახებ.

6. გაისეირნეთ

10 წუთიანი სწრაფი გასეირნებაც კი ხელს უშლის შებერილობის წარმოქმნას.

7. მიირთვით თბილი სასმელი

შესაძლოა გვირილის ჩაი დაგეხმაროთ შებერილობასთან გამკლავებაში.

8. დაიმასაჟეთ მუცელი

ამან შეიძლება მხოლოდ ორსულობის დასაწყისში იმუშაოს. ძალიან ნაზი მასაჟი დაგეხმარებათ შეკრულობის დროსაც.

  • დაიწყეთ ფრთხილად დაზელა წრიული მოძრაობით მარჯვენა თეძოს ძვალთან.
  • ადით მარჯვენა ნეკნებამდე, გულმკერდის გავლით, მარცხენა თეძომდე, ჭიპის ზემოთ.
  • მთლიანი წრე ორი-სამი წუთი უნდა გაგრძელდეს.
  • გაიმეორეთ ჯამში დაახლოებით 10 წუთი.

9. ჰკითხეთ ექიმს შებერილობის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ

10. მოერიდეთ დიდი რაოდენობით შებერილობის გამომწვევ საკვებს

შეამცირე თქვენს მენიუში პარკოსნები, კომბოსტო, ხახვი, შემწვარი საკვები, შაქრიანი საკვები და ცხარე სოუსები.

წყარო: www.whattoexpect.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5