ბავშვის სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში ასაკის მიხედვით განსხვავდება.
0-12 თვე – 30-60 წუთში
1-3 წელი – 24 – 40 წუთში
3-6 წელი – 22 – 34 წუთში
6-12 წელი – 18 – 30 წუთში
12-18 წელი – 12 – 16 წუთში
სუნთქვის სიხშირის მატების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
ბრონქიოლიტი. ფილტვის ინფექცია 2 წლამდე ბავშვებში, რომელიც ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე იჩენს თავზე. სასუნთქი გზების დავიწროვება ართულებს სუნთქვას. შესაძლოა, თან ერთვოდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა სურდო, ხველა, ოდნავ მომატებული ტემპერატურა, ხიხინი, მადის დაკარგვა.
ასთმა: ძირითადად, ეს ავადმყოფობა 5 წლის ასაკში ვლინდება. სწრაფი სუნთქვის გარდა, მას შეიძლება თან ერთვოდეს ხიხინი ან ხველა.
პნევმონია (ფილტვების ანთება): მისი გამომწვევი მიზეზი ვირუსი ან ბაქტერიაა და მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ხველა. 2 წლამდე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან. ამიტომ, მათი გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენი ბავშვის სუნთქვა არარეგულარულია
ბავშვისთვის ნორმალურია 5-10 წამის განმავლობაში სუნთქვის შეჩერება, შემდეგ კი თავისით აღდგენა. მაგრამ თუ ის 10 წამზე მეტხანს გაგრძელდა ან პატარა გალურჯდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუ თქვენი ბავშვის სუნთქვას აჩერებს, როდესაც სძინავს, ეს შეიძლება იყოს ძილის აპნოეს ნიშანი. ის შეიძლება განვითარდეს 2-დან 8 წლამდე ბავშვებში. ჩვეულებრივ, თან ერთვის სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ხვრინვა.
შეეჩვიეთ სუნთქვის პრობლემებს
სუნთქვის პრობლემები ბავშვებში ხშირია, განსაკუთრებით თუ ისინი დადიან ბაღში ან ჰყავთ და-ძმა. ნორმალურია, თუ ისინი წლის განმავლობაში 12 ინფექციას გადაიტანენ. თითოეულთან გამკლავებას, შესაძლოა კვირაზე მეტი დასჭირდეს.
სხვადასხვა მდგომარეობას მსგავსი სიმპტომები აქვს, ამიტომ ყოველთვის მიმართეთ პედიატრს.
წყარო: www.webmd.com, www.healthline.com