Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვენ გარკვეულწილად ვართ დამოკიდებული emoji–ზე. ეს პატარა სახეები, ხელები და სიმბოლოები გვეხმარება აზრების გადმოცემასა და სხვა ადამიანებთან დაკავშირებაში. ორგანიზაცია Unicode Consortium–მა, რომელიც ჩვენი თანამედროვე იეროგლიფების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სამუშაო გასწია, რათა მისი სიცილაკები უფრო ინკლუზიური ყოფილიყო – დაამატა კანის ფერის ვარიაციები, ჰიჯაბი და სხვა კულტურული ნიშნები. 2017 წელს კი ძუძუთი კვების “ემოჯი”.

მიმდინარე წელს მათ ახალი სიცილაკი შემოგვთავაზეს. ადამიანი, რომელიც ბავშვს ბოთლით აჭმევს, შეჰყურებს მას და იღიმება. მანამდე, ბოთლით კვებისთვის მხოლოდ საბავშვო ბოთლის ემოჯი იყო, რომელსაც აკლდა აღმზრდელისა და ბავშვის ურთიერთობის გამოხატვა ბოთლით კვების დროს. განახლება მოიცავს ბოთლით კვების რამდენიმე ვარიანტს, 🧑‍🍼 არაბინარული გენდერის, 👨‍🍼 მამაკაცის ან 👩‍🍼 ქალის მონაწილეობით.

“ის, რომ მკერდი არ გაქვთ, არ გიშლით ხელს ჩაერთოთ თქვენი შვილის აღზრდაში. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ემოჯი, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია ”, – განაცხადა ჯენიფერ დანიელმა, Google-ის დიზაინერმა.

Unicode Consortium-მა ამ სიცილაკის საშუალებით ხაზი გაუსვა, რომ ჩვილების გამოკვება არ არის მხოლოდ ქალის საქმე. ეს დედისა და მამის ამოცანაა. თანაც, ყველა ოჯახი არ შედგება დედისა და მამისგან. ახალი ემოჯი ხელს უწყობს ოჯახის ყველა ტიპის ნორმალიზებას.

წყარო: www.parents.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5