Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები?

ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები მშობიარობის ტკივილების რეპეტიციაა: თქვენი საშვილოსნოს კუნთები ემზადება იმ დიდი სამუშაოსთვის, რომლის გაკეთებაც უახლოეს მომავალში მოუწევს.

რა იწვევს ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვებს?

თქვენი ორსულობის ჰორმონები სხეულს უგზავნის შეტყობინებებს (ძალიან ნელა) მშობიარობის პროცესის დასაწყებად.

როდის იწყება ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები?

ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები  შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს ორსულობის 20 კვირის შემდეგ (თუმცა ისინი უფრო შესამჩნევია მესამე ტრიმესტრში). მძაფრდება 32 კვირისთვის.

როგორი შეგრძნებაა ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები?

ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები არასასიამოვნო, მაგრამ უმტკივნეულო გამაგრების შეგრძნებაა, რომელიც იწყება თქვენი საშვილოსნოს კუნთების ზედა ნაწილიდან და ქვემოთ ვრცელდება. მუცელი თითქოს წვეტიანი გახდება და სიმძიმის შეგრძნება გექნებათ. მშობიარობის თარიღის მოახლოებისას უფრო გახშირდება და უფრო ინტენსიური გახდება.

პირველი ორსულობის დროს  შეიძლება ვერც შეამჩნიოთ ეს შეგრძნებები.

როგორ განვასხვაოთ ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები მშობიარობის ტკივილისგან?

ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები არარეგულარული და იშვიათია. დაახლოებით 15-დან 30 წამამდე გრძელდება (მაგრამ ზოგჯერ ორი წუთის განმავლობაშიც), და შველის პოზიციის შეცვლა.

მშობიარობის რეალური შეკუმშვები შედარებით რეგულარულია, უფრო ძლიერდება და ტკივილებს შორის შუალედი მცირდება, რაც უფრო უახლოვდებით მშობიარობას. ისინი, როგორც წესი, დაახლოებით 30 – დან 70 წამამდე გრძელდება და ამ დროს პოზის შეცვლა არ გშველით. ძლიერი მენსტრუალური სპაზმის მსგავსია. მშობიარობის შეკუმშვის მიზანი არის საშვილოსნოს ყელის გახსნა, ხოლო ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები მხოლოდ ვარჯიშია ამისთვის. ჭეშმარიტ შეკუმშვას შეიძლება თან ახლდეს მშობიარობის სხვა  ნიშნებიც, მათ შორის ვარდისფერი ან სისხლიანი გამონადენი. თქვენ ასევე გეცოდინებათ, რომ ეს რეალური შეკუმშვაა, თუ წყლებს დაღვრით ან საცობისგან გათავისუფლდებით.

როდის დავრეკოთ ექიმთან?

თუ შეკუმშვების ინტენსივობა და სიხშირე იზრდება და საათში ოთხზე მეტს ამჩნევთ, შეიძლება მშობიარობა გეწყებოდეთ. ასე რომ, დაუყოვნებლივ დარეკეთ თქვენს ექიმთან (განსაკუთრებით თუ ჯერ კიდევ არ ხართ 39 კვირის ორსული და ნაადრევი მშობიარობის საშიშროება გაქვთ).

ყოველთვის დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ძალიან გტკივათ ან ხედავთ რაიმე სახის უჩვეულო ვაგინალურ გამონადენს.

როგორ შევამსუბუქოთ ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები?

დალიეთ წყალი. მცირე გაუწყლოვანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს შეკუმშვა.

გადაადგილდით. შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი პოზიცია მტკივნეული შეკუმშვის დროს – თუ ზიხართ, ადექით და გაიარ-გამოიარეთ.

გამოიყენეთ, როგორც სავარჯიშო. გამოიყენეთ ეს შეკუმშვები, როგორც შანსი იმეცადინოთ სუნთქვის საშუალებით ტკივილის მართვაში  (უმჯობესი იქნება, თუ პარტნიორიც მოემზადება).

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5